in

შვარცნეგერი ქველმოქმედებისთვის ჩვეულებრივი ინსტრუქტორი გახდა

მსახიობი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ფინტეს ცენტრ Gold’s Gymში ერთი დღით  სრულიად უბრალო ფიტნეს ინსტრუქტორი გახდა.

შვარცნეგერის მიზანი მხოლოდ ხალხის გახალისება არ ყოფილა, მას სურდა, რომ ხალხს ყურადღება მიექცია საქველმოქმედო აქციისთვის. მსახიობი უკვე დიდი ხანია დაკავებულია იმ ბავშვების დახმარებით, რომლებთა ოჯახებსაც არ აქვთ სახსრები ბავშვი ჯანმრთელი ცხოვრების წესით აღზარდონ.

1995 წელს არნოლდმა მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა ფონდი “Inner City Games” ახალგაზრდებისათვის, რომელიც მოიცავს კულტურულ, გასართობ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს. რაც თავის დროზე ააცილებს ბავშვები ქუჩას, ნარკოტიკებს და კრიმინალურ სამყაროს.

ფონდის ძირითად პროექტად არის ნაციონალური პროგრამა After-School All-Stars, რომელიც მოიცავს 400 სკოლას აშშ-ს 10 შტატიდან და რომლის წევრიც უკვე 92 ათასი ბავშვია.

აქციას, რომლის გულისთვისაც არნოლდი ერთი დღით ფიტნეს ინსტრუქროტი გახდა ჰქვია “Ride in a Tank With Arnold Schwarzenegger”. ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 დოლარი და მეტი გადაიხადოს, რაც პროექტის განვითარებას უფრო წაახალისებს.  ამა წლის მარტში კი პროექტი გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც ერთ დღეს გაატარებს ვარსკვლავთან ერთად.

შემოსული თანხა გადაეცემა კონკრეტულ საქველმოქმედო ორგანიზაციას და დაზარალებულებს.

ჰეინეკენმა ოდისეა გადაიღო

”მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, როცა ემოცია ნამდვილია და არ არის დადგმული”