in

„მოიტა ნასოსი“, ანუ „მოიტა“ RideAir – ველოსიპედის კომპაქტური „ნასოსი“

ბოლო დროს ცხოვრების ჯანსაღი წესი საკმაოდ აქტუალურია. სპორტული დარბაზების გარდა, სკვერებსა და ქუჩაში სულ უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს, ბევრი ველოსიპედს, უკვე როგორც ტრანსპორტს, ისე იყენებს. ასეთ შემთხვევაში RideAir აუცილებლი ნივთია. ეს არის ელექტრო ტუმბო, იგივე „ნასოსი“, რომელიც დაშვებულ საბურავს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ბერავს, თვითონ  RideAir-ის „დასატენად“ კი ერთი წუთია საჭირო. 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=wIBmI1CGGoM[/embedyt]

 

რაც მთავარია,  RideAir საკმაოდ კომპაქტურია და პირდაპირ ველოსიპედზე მაგრდება. დიდ სირთულეს არც მისი შეძენა წარმოადგენს – ის „ამაზონზე“ იყიდება და ფასი 51 $-დან იწყება.

ერთად, უფრო დიდი ხნით! – Amazon-ის ემოციური ვიდეორგოლი Alexa-სთვის

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ნუკი ჩიხლაძე