CoorDown-მა, იტალიურმა ორგანიზაციამ, რომელიც პასუხისმგებელია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვაზე, აჩვენა, რომ დისკრიმინაციის გამართლება არ არსებობს. კრეატიული ვიდეორგოლი 21 მარტთან, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გადაიღეს.
კამპანია ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა გულწრფელად შევძლოთ რეალური შემთხვევებისა და დისკრიმინაციული საბაბების ერთმანეთისგან გარჩევა. „Ridiculous Excuses“ ადამიანებს ეხმარება, დაანახოს, რომ ყველას აქვს უფლება, სასურველი მომსახურება ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მიიღოს.