in

“ლუმენისი” – მსოფლიო ტოპ ბრენდი ესთეტიკის ქართულ ბაზარზე

ქართველ მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს ლაზერული ეპილაციის კულტურას. ამ სერვისის მიღება, დღეს, უამრავ სალონსა თუ ესთეტიკის ცენტრშია შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელიც უფრო მომთხოვნი და ყურადღებიანი ხდება სერვისის ხარისხის მიმართ, რომელიც პროცედურის უსაფრთხოებით, ხანგრძლივობით, ეფექტითა და ღირებულებით განისაზღვრება. დღეს, გვსურს გიამბოთ გუნდზე, რომელმაც ქართულ ბაზარს მსოფლიო დონის ბრენდი შესთავაზა, დამატებითი სერვისებით.

კომპანია “რიდოტი” არსებობის სამ წელს მოითვლის, თუმცა, სპეციალისტები, თერაპევტები და ინჟინრები ბევრად დიდ გამოცდილებას ფლობენ. კომპანია ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა, რაც შემოვიდა და ესთეტიკის ცენტრებს, სალონებსა და სამედიცინო დაწესებულებებს “Lumenis”-ის ფირმის ესთეტიკის სამედიცინო აპარატების გარდა, ტექნიკური მხარდაჭერით, საგანმანათლებლო კურსებითა და მარკეტინგული სერვისით უზრუნველყოფს. ამას გარდა, პანდემიასთან დაკავშირებით, ინდუსტრიის წახალისების მიზნით, კომპანიამ 10 000 ევრომდე ფასდაკლება გამოაცხადა “ლუმენისის” ბრენდის აპარატურაზე.

ლუმენისი” წამყვანი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიო ტოპ-ხუთეულში შედის. კომპანია ასზე

კატრინ ახატნელი

მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. “ლუმენისი” პირველი ბრენდია, რომელმაც პირველმა გადმოიტანა ესთეტიკურ მედიცინაში ქარხნული ჭრის ლაზერი,” – გვიამბო კატრინ ახატნელმა, რომელიც კომპანია “რიდოტთან” ერთად, “ლუმენისის” ბრენდს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა ადგილობრივ ბაზარზე აქტიური ოპერირება დაიწყო და მისი წარმომადგენლების შეფასებით, პანდემიის მიუხედავად, ინტერესი “ლუმენისის” ტექნოლოგიებსა და “რიდოტის” სერვისების მიმართ საკმაოდ მაღალია.

“ცნობიერების ამაღლებაზეც ვმუშაობთ და ბრენდის ცნობადობაც სწრაფად იზრდება. დღეს, “ლუმენისის” ტექნოლოგიებს ესთეტიკის არაერთ წამყვან ცენტრში შეხვდებით. ძალიან თამამად ვსაუბრობთ შედეგებზე და შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ – სამი პროცედურის შემდგომ ისეთი შედეგი დგება, რომ რაღაც ზონებზე ეპილაციას აღარ საჭიროებენ და სხვა ზონების დამუშავებას განაგრძობენ.”

M: კონკრეტულად, რა სერვისებით უზრუნველყოფთ მომხმარებლებს?

გვყავს სერტიფიცირებული პროფესიონალი ბიოინჟინრები, რომლებიც ტექნიკურ უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები. ჩვენი რესურსები გვაძლევს საშუალებას, არამხოლოდ გამოვცვალოთ აპარატურის ესა თუ ის ნაწილი, არამედ, შევაკეთოთ კიდეც, საბედნიეროდ, ეს საჭიროება ძალიან იშვიათ შემთხვევაში დგება. ჩვენ ვასწავლით აპარატურის ისტორიას, მის მოხმარებას, დერმატოლოგიას და სრულად ვამზადებთ აპარატით მომუშავე პერსონალს. ამას გარდა, ჩვენ ვუწევთ მარკეტინგულ სერვისსაც, ვეხმარებით მათ კონტენტის უზრუნველყოფით, რაც ძალიან კომფორტულია დამკვეთებისთვის.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

ჩვენი პრემიუმ კლასის აპარატურა გონივრული გადაწყვეტილებაა როგორც ახლადგახსნილი სალონისთვის, ისე უკვე სახელმოხვეჭილი ესთეტიკური ცენტრისთვის ან სამედიცინო დაწესებულებისთვის.ეპილაციის პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ კანთან დაკავშირებულ საკითხებზე ვაკუუმით, ასევე, პიგმენტურ ლაქებსა და ვასკულარებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობა, იმ ფონზე, როცა გაქვს მაღალი ენერგიის გასროლის საშუალება, კანის დაწვის გარეშე,  ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ის, ვინც ხარისხს ეძებს, ჩვენთან ძალიან მალე ღებულობს შედეგს და ლოიალური მომხმარებელი ხდება. ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ მარკეტინგულ მხარდაჭერასაც უზრუნველვყოფთ, არის პროექტის წარმატების წინაპირობა.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

პირველ რიგში, ის, რომ თავაკების რესურსი არ არის შეზღუდული და ვინც ამ სფეროშია, კარგად იცის, რა ძვირია თავაკების გამოცვლა – საბაზრო ფასი, დაახლოებით, 5000-დან 15 000 ევრომდე მერყეობს, რომელშიც იმპულსები შეზღუდული რაოდენობითაა. თანაც, ისინი ამ იმპულსების გასროლის რაოდენობას ვერ არეგულირებენ, რადგან რამდენჯერმე უწევთ გადატარება და ერთ ზონაზე შეიძლება გახარჯონ 300-1000 იმპულსი. ჩვენ შემთხვევაში, ეს რიცხვი 30-50-ია, რადგან აპარატს დიდი თავაკი აქვს, არ საჭიროებს არც ჟელეს და არც ხელახლა გადატარებას. ჩვენი აპარატი არ ახურებს კანს, არამედ თმაში არსებული მელანინი შთანთქავს ამ ენერგიას და ახურებს მხოლოდ თმის ძირს.

გარდა იმისა, რომ არ საჭიროებს თავაკის გამოცვლას, რაც ძალიან ძვირადღირებულია, თავად პროცედურის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ხანმოკლეა – მაგალითად, მთლიან სხეულს, დაახლოებით, ნახევარი საათი სჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ერთი მხრივ, ჟელეს წასმასა და მოშორებაში არ იკარგება დრო, მეორე მხრივ კი, არ საჭიროებს სხეულზე ხელახლა გადატარებას. პლუს, იმის გამო, რომ უმტკივნეულოა და შედეგიც ხანგრძლივია, მომხმარებლებს განსაკუთრებულად მოსწონთ.

M: ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რამდენად უსაფრთხოა?

იმის გამო, რომ აპარატი ვაკუუმური პრინციპით მუშაობს და ფანტავს მელანინს, თავად კანი ამ ენერგიას არ შთანთქავს. არც პიგმენტური ლაქები ჩნდება და არც კანი ხურდება. არ ირღვევა ქიმიური პროცესები და კანი მაქსიმალურად დაცულია – ენერგიის 90%-ს შთანთქავს მხოლოდ თმის ბოლქვი. კანი ხდება უფრო გლუვი. ქრება პიგმენტური ლაქები, წვრილი კაპილარები, ჩაბრუნებული თმის პრობლემა და საბოლოო ჯამში, კანი ჯანსაღდება.

M: რას გულისხმობს “ლუმენისის” CSR მიმართულება?

ჩვენ პასუხისმებლობას ვიღებთ პაციენტის მდგომარეობაზე. ჩვენი აპარატურით გამორიცხულია, რომ დამწვრობა მიიღოს ადამიანმა ან პიგმენტური ლაქები გაუჩნდეს, თუ, მაგალითად, იმ დღის გარუჯულზე არ გაიკეთა ეპილაცია. და რატომ არ შეიძლება გარუჯულზე ეპილაცია? საქმე ისაა, რომ ამ დროს, კანში მელანოციტები, ჯერ კიდევ, ბობოქრობენ და საბოლოო შეფერილობა არ აქვს მიღებული. ლაზერი ხომ ვერ აღიქვამს, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს კანში? ვერც ექიმი ვერ დაადგენს. ამდენად, მაქსიმალურად ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ გარუჯვის შემდეგ, არ ჩაიტარონ პროცედურა.

პანდემიის დროს გამოჩნდა “ლუმენისის” ხარისხი –  ჩვენი პაციენტები მშვიდად ელოდებოდნენ სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების გახსნას, რადგან თმიანობის პრობლემა არ შექმნიათ, რაც ძალიან გვეამაყება.

CSR კომუნიკაციის ფარგლებში LUMENIS ეხმარება პაციენტებსა და კლინიკებს სამედიცინო რესურსებითა და ტექნიკით.
მათი სოციალური პასუხისმგებლობა ვრცელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰაიტი, რუსეთი, ინდოეთი, აფრიკა, სომხეთი და ა.შ.

 

[R]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო „ონლაინ“ კურსი იწყება

ვინ შეაფასებს ACAG-ის პრინტ კონკურსს შინაური ცხოველის სათამაშოსთან გაიგივების პრობლემაზე?