in

რეგულაცია სასურსათო ბიზნესისთვის – „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“

„ქართული პროდუქციის დაცვის, ხარისხის გაზრდისა და მისი პოპულარიზაციისათვის ახალი რეგულაცია „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

BOG
BOG

 

მათივე ცნობით, წესი ითვალისწინებს, საქართველოში, სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს.

განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი:
• „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“
• „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“
• „ტრადიციული პროდუქტი“
• „ქართული ხარისხი“
• „ბალახით ნაკვები“
• „ხელით დამზადებული“
• „მთის პროდუქტი“
• „ტყეში ნასუქი“
• „პირდაპირი დაწურვის წვენი“
• „ბიოპროდუქტი“
• „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“

„სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ, საწარმო და თვითონ პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“.

 

28 წლის შემდეგ, კლასელებმა სკოლის წარმოდგენა ხელახლა დადგეს – “პეპსის” კამპანია

BBC ხმოვანი ასისტენტის შექმნაზე მუშაობს