in

ახალი გასტრონომიული დუქანი „პური გულიანის“ შემქმნელებისგან

22 სექტემბერს, თბილისში, თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ იხსნება – „ეს არის ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით, გაცოცხლდება თანამედროვეობაში“.

„რიგი“, სტუმარმასპინძლობის სფეროში კარგად ნაცნობი კომპანია „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მორიგი გასტრონომიული პროექტია. მისი კონცეფცია და ბრენდინგი კვების საკონსულტაციო ბიზნესსააგენტო „გასტრონავტმა“ შექმნა.

„მას შემდეგ, რაც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო „პური გულიანი“, კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცის შეგვექმნა“.

„ჯი ემ თი ჯგუფში“ ამბობენ, რომ „რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.

სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება, „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მათი თქმით, „რიგის“, როგორც ბრენდის და ზოგადად, კომპანიის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური თუ ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებასა და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას, ჩვენს დროში.

სწორედ ამ მიზნის შესრულების გზაზე გაჩნდა „რიგი“, ძველი თბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.

„თუ მადიანად ჭამა მოგნატრებია, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებია და ქართული სუფრის წესი და რიგიც სათანადოდ დაგიფასებია, „რიგში“ მოდი, თვითონ მნახე ვინა ვარ!“

[R]

შესაძლო სიცოცხლის ნიშანი ვენერაზე – ახალი აღმოჩენა

სად ვუყუროთ Apple-ის 15 სექტემბრის ღონისძიება Time Flies-ს – რას ველოდებით