in

კურორტ „მწერლებში“ კიბერსაუფრთხოების რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი IFCS 2020 გაიმართა

23-24 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტისა და  ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ ორგანიზებით, კურორტ „მწერლებში“ გაიმართა რიგით მეოთხე  კიბერსაუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS 2020.

BOG
BOG

აღნიშნული ღონისძიება საშუალებას აძლევს კიბერსივრცის ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ხედვა.

IFCS 2020 არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება სადაც ჩართულები არიან სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით წლევანდელი კონფერენცია გაიმართა ბლენდირებულად, დამსწრეებს საშუალება ქონდათ კონფერენციისათვის ეყურებინათ პირდაპირ ეთერში. ღონისძიება გაიმართა ყველა რეგულაციის დაცვით.

IFCS 2020 ფარგლებში, წელს განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • კიბერუსაფრთხოება: რეგიონალური მიდგომები და არსებული გამოწვევები;
  • კიბერუსაფრთხოება და სამართალი, კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი, სოციალური მედიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა;
  • კიბერუსაფრთხოების გამოწვევები ფინანსურ სექტორში;
  • ციფრული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება განათლების სექტორში.

ფესტივალის ოფიციალური სპონსორები იყვნენ: Greennet, GT Group Technologies intelligent solution, Cambium Networks, Orient Logic, Softline Georgia, ICANN, Caucasus Online, BDO Digital.

ფესტივალის პირდაპირ ეთერს უზრუნველყოფდა – Live Tag.

 

[R]

„ჯეპრას“ ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

Travel Box – სპეციალური შეთავაზება მოგზაურობის მოყვარულთათვის