15
Jan
2015

უმშვენიერესი Rihanna “Puma”-ს ელჩად იქცა!

15 Jan 2015

Puma-ს კრეატიულ დირექტორად და გლობალურ ელჩად მომღერალი Rihanna გახდა. მრავალწლიანი კონტრაქტი 2015 წლის დასაწყისში გაფორმდა  და Rihanna-მ ბრენდის ქალის ხაზი ჩაიბარა.

ბრენდსა და მომღერალს შორის ბევრი საერთოა: ენერგია, ქარიზმა, პროფესიონალიზმი, კრეატივი აქედან გამომდინარე “Puma” იმედოვნებს, რომ მათი თანამშროლობა ახალ ხედვას და არატრადიციულ მიდგომას შემატებს. Rihanna-ს მუშაობა ორი მიმართულებით მოუწევს – პუმას ტრადიციულ კლასიკურ სტილზე და ახალ მიმართულებებზე.

2015 წელს პუმას მთელი ძალები მის ორ კონკურენტზე ნაიკზე და ადიდასზეა მიმართული. ბრენდში ახალი ცნობილი სახეების გამოჩენა სწორედ კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა გათვლილი.

rihanna-signs-contract-as-pumas-global-brand-ambassador-03-645x431

განხილვა