in

რიანამ, FENTY-ის სავაჭრო ნიშნით, ტანსაცმელი გამოუშვა

რიანამ, FENTY-ის ბრენდის ქვეშ, სამოსის პირველი კოლექცია წარადგინა. ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი და ბიზნესვუმენი, პროექტზე LVMH-თან (Louis Vuitton-ის მოდის სახლში შემავალი ბრენდი) ერთად მუშაობდა.

 

https://www.instagram.com/p/Bxr2Xh7hs0i/

ახალი კოლექციის მხარდასაჭერად, რიანამ უკვე კამპანიაც დაიწყო – პირველი ფოტოსესია დასრულდა, ინერვიუ და ფოტოები ამერიკულ გამოცემა The New York Times Style Magazine-ში დაიბეჭდა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი კოლექციის მოდელი და სარეკლამო კამპანიის სახე, რიანა თავად იყო. ამბობს, რომ FENTY-ზე მუშაობის შემდეგ, მოდას აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებს.

მერაბ აბრამიშვილის მიერ ნაპოვნი სამოთხე

Chanel-მა, პარფიუმერიის ხაზისთვის, ახალი ამბასადორი აირჩია