შესაძლოა, დღეს ხელოვნებამ კოვიდით გამოწვეული პანდემიის დროს უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა, ხელოვანებისთვის ახლა ისე არაფერია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც სწორედ ეს მიმართულება.
360 წლის წინ რემბრანდტმა საკუთარი ვაჟი დახატა, ამ ნახატის დახატვიდან 8 წელში ის შავი ჭირით გარდაიცვალა. მას მალევე მიჰყვა დედამისიც, ანუ რემბრანდის ცოლი. სწორედ აქედან იწყება მხატვრის სევდიანი პორტრეტების სერიაც.
არც რემბრანდტის თანამედროვე ხელოვანისთ ის, იან ვერმეერისთვის ყოფილა იზოლაციაში ცხოვრება უცხო. მის მშობლიურ ქალაქში რამდენჯერმე გავრცელდა შავი ჭირი, რის გამოც მხატვარს ხშირად მარტოობაში უწევდა ყოფნა. შესაბამისად, მისი ნამუშევრები სწორედ რომ ოთხ კედელში იქმნებოდა ხოლმე. ამით მტკიცდება ის, რომ თუკი ფანტაზია უსაზღვროა, 4 კედელი მას ვერ დაახშობს.
ამსტერდამის Rijksmusem-მა გადაწყვიტა, 709 622 ნამუშევარი გაეციფრულებინა. ეს ნახატები ასევე მოიცავს რემბრანდტისა და ვერმეერის ნამუშევრებსაც და იმ სხვა მხატვრების ნამუშევრებსაც, რომლებიც ხელოვნებას თავიანთი დანაკარგების, დარდებისა და ტკივილების გამოსახატად იყენებდნენ.
კოლექციის ხილვას მითითებული ვებგვერდიდან შეძლებთ.