ძვირადღირებული ჩემოდნების ბრენდმა, Rimowa-მ ახალი პრინტებით ინტერნეტი დაიპყრო. ნამუშევრებში გამოსახულია დახვეწილი, მინიმალისტური ვიზუალი, რომელიც ეხმიანება ბრენდის მდიდრულ იმიჯს.
რეკლამამ, Rimowa-ს პროდუქტი სპორტსმენებს შეუსაბამა. პრინტებში ათლეტურობა ძალიან ელეგანტურად არის წარმოჩენილი. თითოეული ნამუშევარი აჩვენებს ბრენდის ღირებულებასა და აუდიტორიის ჩართულობის მნიშვნელობას.
ოლიმპიური თამაშების დროს მსგავსი რეკლამა აძლიერებს Rimowa-ს ხილვადობას, ცნობადობას და საჭიროებასაც. მან წარმატებით მოახერხა უდიდესი სპორტული ღონისძიების პარალელურად ყურადღება მისკენ მიეპყროთ, რამაც ბრენდი გლობალური განხილვის საგნად აქცია.