4
Sep
2019

რინგი VS მუსიკალური ფესტივალი, ანუ ამბავი სრულიად განსხვავებულ წყვილზე

4 Sep 2019



„ყველასთვის ბედნიერი ადგილი არსებობს“, – აცხადებს ბრიტანული მულტინაციონალური საკრედიტო ბარათების კომპანია Barclaycard.

და არ არის აუცილებელი, ყველას საერთო რამ გვაბედნიერებდეს. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, მუსიკალურ ფესტივალზე სპირიტუალური ოდისეა იყოს, სხვებისთვის კი, განსაკუთრებით, კარენისთვის, ეს სასტიკ ორთაბრძოლას გულისხმობს, რინგზე უპირატესობისთვის.

Droga5-ის მიერ, Barclaycard-ისთვის შექმნილ ორ ახალ რეკლამაში, სააგენტო ერთი წყვილის ორ პარალელურ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ამბავს წარმოგვიდგენს. თითოეულში ხაზგასმულია მათი ფიქრები, რა სიტუაციაში ისურვებდნენ ყოფნას.

კარენი, მაგალითად, ორთაბრძოლაზე დასწრებაზე ოცნებობს, სადაც სპორტსმენი მის სახელს ყვირის და როგორც მოწინააღმდეგეს, დარბაზიდან იწვევს.

მაგრამ მისი პარტნიორი, როგორც მეორე რეკლამის დასაწყისიდანვე ირკვევა, სულაც არ იზიარებს კარენის ორთაბრძოლების ნახვის კვადრატში აყვანილ სიყვარულს. ნაცვლად ამისა, ის თავს მენტალურად საოცნებო მუსიკალურ ფესტივალზე წარმოიდგენს… იქ, შინაგან სიხალისეს რომ ჰყავს ატანილი.

კამპანიის მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბერკლიბარათს მომხმარებლებისთვის, საყვარელ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობის მიცემის გარდა, მათთვის არაერთი სარგებელი აქვს.

განხილვა