in

როგორ გადაიქცევა რემონტი ხელოვნების ნიმუშად – „რინოქსი”

სანამ მხატვარი შედევრს შექმნის, მისი სამუშაო ტილო თეთრია, გონებაში კი მხოლოდ საბოლოო ნახატის იდეური ვარიანტი არსებობს…

სანამ დიზაინერი გამოუშვებს კოლექციას, თავის ბლოკნოტში აკეთებს ჩანახატებს…

მხატვარი და დიზაინერი ხელოვანები არიან. მათ პროდუქტს ხელოვნების ნიმუში, ხოლო პროცესს შემოქმედება ჰქვია. ხელოვნება მრავალფეროვანია. ზოგიერთ სახეობაზე ბევრს ლაპარაკობენ, ზოგზე – ნაკლებად. დღეს რემონტზე ვისაუბრებთ, რადგან, თუ კარგად დავუკვირდებით, ისიც იმავე პროცესს გადის, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები.

კამპანია – „რემონტის ხელოვნება”

სარემონტო კომპანია „რინოქსმა” ცოტა ხნის წინ წამოიწყო კამპანია, რომლითაც სურს, გვითხრას, რომ რემონტის პროცესი, თავისი იდეითა თუ შესრულებით, შემოქმედებას ჰგავს. იდეალური სიმეტრია, დახვეწილი დიზაინი, დეტალების გათვალისწინება, ფერთა შეხამება –  ქმნის ესთეტიკას, რომელიც ხელოვნების ნიმუშივით გვიყვარდება. 

კომპანიის ახალი ვიდეორგოლიც სწორედ ამას გვიჩვენებს – ხალხს, რომელიც ახალგარემონტებული სახლის დასათვალიერებლად ისე მიდის, როგორც გამოფენაზე: უყურებს, აფასებს, თავის შეხედულებას სხვებს უზიარებს და ნამუშევრით ტკბება. 

სახლის რემონტი სცდება მხოლოდ სარემონტო ამოცანებს. ჩვენ ვარჩევთ სასურველ დიზაინს, ფორმებს, ფერებს, დეტალებს; ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი განწყობა და გემოვნება. იმისთვის, რომ ყველაფერი სურვილისამებრ იყოს გაკეთებული, აუცილებელია პროფესიონალთა გუნდი. რინოქსი სწორედ ასეთ გუნდს გვთავაზობს, რომელმაც იცის, როგორ აქციოს თქვენი სახლი, აგარაკი თუ სხვა სარემონტო სივრცე ხელოვნების ნიმუშად. 

ჯემალ თოთლაძე, რინოქსის დირექტორი:

დღესდღეობით სარემონტო მომსახურება იმდენად ბევრ დეტალს მოიცავს, რომ აუცილებელია ორგანიზებული, მაღალპროფესიონალური მიდგომა მისი თითოეული ასპექტის მიმართ, ამიტომაც დავიწყეთ კამპანია „რემონტის ხელოვნება”, რათა ამ დევიზით, გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ რემონტი არის ხელოვნება პროფესიონალების ხელში და შედეგიც ხელოვნების ნიმუშია. ჩვენ ვქმნით სიმყუდროვეს, სადაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტებს ატარებს”.

თავად რინოქსის შესახებ

რინოქსი 2016 წელს დაარსებული სარემონტო კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ: ფართების დაგეგმარებას, ინტერიერის დიზაინს, სრულ სარემონტო მომსახურებასა და ავეჯის დამზადებას.

კომპანიის მთლიანი გუნდი, დაწყებული მენეჯმენტით – ხელოსნებით დამთავრებული, პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც იცნობენ თანამედროვე სტანდარტებს და მუშაობის პროცესში უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებენ. ეს ყველაფერი კი ეხმარება მას, რომ დაარსების დღიდან ლიდერ პოზიციებს იკავებდეს სარემონტო სფეროში.

რინოქსი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეცაა აღიარებული. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, “Golden brand in the field of renovation and interior design”.

[R]

როგორი იყო Young Cannes Lions-ზე მონაწილეობის გამოცდილება Print კატეგორიის გუნდისთვის

როგორი იყო Young Cannes Lions-ზე მონაწილეობის გამოცდილება Digital კატეგორიის გუნდისთვის