in ,

რიო, ოლიმპიური თამაშების მოლოდინი და უსაინ ბოლტი Digicel-ის რეკლამაში

უდიდესი სპორტული მოვლენა სულ უფრო და უფრო ახლოვდება, შესაბამისად, მატულობს მღელვარება და ემოციები. ზაფხულის გრანდიოზული ოლიმპიადის რეკლამების სერიაში სატელეფონო კომპანია Digicel–იც ჩაერთო და მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მარათონელის მონაწილეობით, სარეკლამო ვიდეორგოლიც გადაიღო.

თუ თქვენც ისე სულმოუთქმელად ელოდებით ოლიმპიურ თამაშებს, როგორც დანარჩენი მსოფლიო, მაშინ მღელვარების ეს ტალღა, რომელიც ყველას აერთიანებს, თქვენც მოგიცავთ.

და თუ მართლა ასეა, მაშინ თქვენც გესმით ალბათ ეს ხმა. რა ხმა?!

 

 

აჩქარებული პულსაციის ხმა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია, რომელიც სულ თან გახლავთ, გიბიძგებთ და გაერთიანებთ. სწორედ, ეს ხმა დღითიდღე მატულობს და 5 აგვისტოდან მას მთელი მსოფლიო ძალიან ხმამაღლა გაიგონებს.

5 აგვისტომდე კი მეტი რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ შევუერთდეთ უსაინს და დავტკბეთ არაჩვეულებრივი მუსიკით, ფერებით, ვიდეორგოლით ან დაველოდოთ მორიგ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ რეკლამას.

მსოფლიო საზღვრების გარეშე Samsung-ის მშვიდობიან ვიდეორგოლში

“Stadler Bussnang AG”-ის ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებელი