in

ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა RKO შოურუმი გახსნა!

2016 წელს, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი RKO გამოჩნდა. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისა და ძაფებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს. ფუნქციონირების ერთი წლის განმავლობაში, ბრენდი განვითარდა და მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთი კვირის წინ, მათ საკუთარი შოურუმი გახსნეს. გარდა სავაჭრო სივრცის გახსნისა, კომპანიას აქვს სხვა სიახლეებიც:

„დავამატეთ ახალი პროდუქტები, ჩვენი პროდუქცია შეიძინეს რუსეთის ბაზრისთვისაც. გარდა ამისა, სიახლე არის ის, რომ ახალდაბადებულებისთვის გავაკეთეთ ცალკე სეტი, შეფუთვა, რომელშიც შედის პლედი, ქუდი და ფაჩუჩი. ახალშობილისთვის საჩუქარი შეგიძლიათ შეიძინოთ ერთად ან ცალ-ცალკე. დავამატეთ ნაქსოვი ქუდები, შლემები. ჩვენი შოურუმი მდებარეობს მრგვალ ბაღთან, ბარნოვის 94-ში, მეორე სართულზე“. – თამუნა მესარკიშვილი, RKO-ს თანადამფუძნებელი.

მოუქსოვეთ სვიტრები საბურავებს! Tegeta Motors-ის #3 რეკომენდაცია მოცურების პრევენციისთვის

“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს