Apple-ის ახალი რეკლამა R.I.P. Leon ყველა ადამიანის „გასაჭირს“ ასახავს — მომენტს, როცა მესიჯის გაგზავნისთანავე ვნანობთ მის გაგზავნას. ამის მიზეზი ბევრნაირია: არასწორი ადრესატი, ტექსტში გაპარული შეცდომა, აზრის შეცვლა და ა. შ.
ეფლსა და მის კრეატიულ პარტნიორ TBWA\Media Arts Lab-ს არასოდეს აკლიათ კრეატიული იდეები — უკვე წლებია, ისინი ერთად ქმნიან დასამახსოვრებელ სარეკლამო რგოლებს. ამჯერად მათ რაღაც სრულიად მოულოდნელზე შეაჩერეს არჩევანი: გამოიყენეს მკვდარი ქამელეონი, სახელად ლეონი. მისი დამწუხრებული პატრონი კი მეგობარს წერს, რომ ყველაფერი გააფუჭა და ლეონი მოკვდა… თუმცა მოულოდნელად ქამელეონი ცოცხლდება და სასწრაფოდ “undo send”-ს აჭერს. ეს ფუნქცია iOS 16-ის პრივილეგიას წარმოადგენს.
გარდა ამისა, Apple-მა გამოუშვა კიდევ ერთი რეკლამა თავის YouTube არხზე iPhone 14-ის „მოქმედების რეჟიმის“ შესახებ.