23
Jan
2020

R.I.P! გარდაიცვალა 104 წლის ბატონი პინატი! – Planters-ის რეკლამა სუპერთასისთვის

23 Jan 2020



მწუხარებით ვიუწყებით, რომ 104 წლის ასაკში, გმირულად დაიღუპა ბატონი პინატი (Mr. Peanut), მიწის თხილი, რომელიც ბრენდ Planters-ს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში წარადგენდა. ის ავტო საგზაო შემთხვევისას დაიღუპა გმირულად, როდესაც თავისი მეგობრების გადარჩენას ცდილობდა. “პლანტერსმა” ამ დიდი დანაკარგის შესახებ რეკლამის საშუალებით გვაუწყა. გამოგონილი პერსონაჟი Mr. Peanut ბრენდს 1916 წლიდან წარადგენდა. როგორც ცნობილია, ბატონ მიწის თხილს სუპერთასის ღამეს, ორ თებერვალს დაკრძალავენ. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გავიგებთ, რა ჩაიფიქრა ბრენდმა. მანამდე კი, ვნახოთ 30-წამიანი რეკლამა, რომელიც პინატის დაღუპვას გვაუწყებს:

განხილვა