in

ვალენტინობა არ იქნება და ამაზე Cadbury-ის ბიძები იზრუნებენ!

Cadbury 5star არც წელს ღალატობს ტრადიციას და ადამიანებს ვალენტინობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისგან ხსნას სთავაზობს. წარმოიდგინეთ, არც შეყვარებულთან ერთად სადმე გასვლა, არც ტიკტოკების გადაღება და არც საჩუქრებზე ფიქრი მოგიწევთ. ამას კი ბიძებს უნდა უმადლოდეთ…

BOG

5star-ში ყოველთვის უპირატესობას არაფრის კეთებას ვანიჭებდით, ვალენტინობის დღე კი ხშირად დიდი წნეხის ქვეშ გვაქცევს, რომ მოვაწყოთ რომანტიკული შოუ, თუმცა ეს ყველასთვის არ არის. გვინდოდა მსუბუქი და სახალისო მიდგომა გამოგვეყენებინა და, ბიძების დახმარებით, არაფრის კეთება მეტად მარტივ არჩევანად გვექცია, — აცხადებენ Cadbury-ში.

Ogilvy-ის მიერ შექმნილ კამპანიაში მონაცემთა მეცნიერს ვხვდებით, რომელიც ახალგაზრდებში არსებულ ტრენდებზე გვესაუბრება — დაწყებული ვიწრო ჯინსებით და გაგრძელებული სლენგებით. თუმცა, როგორც კი მასში უფროსი თაობა ერევა, ახალგაზრდები თავს ანებებენ… სწორედ ამ ინსაითს ააგეს ახალი კამპანიაც და გვითხრეს, რომ თუ ბიძები დაიწყებდნენ ვალენტინობის დღის აღნიშვნას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა:

Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, რომლებმაც ქართლში ყველაზე მეტად გაამართლა

NEXT: ინოვაციური ბრენდის შექმნა გლობალური ლიდერობის გზაზე