Corporate nomad, ანუ კორპორაციული მომთაბარე თანამშრომელი ის ადამიანია, რომელიც ორგანიზაციაში სრული განაკვეთით მუშაობს, თუმცა სხვადასხვა სახის პროექტში მონაწილეობს, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შეუზღუდავად.
მომთაბარედ ყოფნის ხიბლი
ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან, თუმცა, მათი რიცხვი მზარდია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს, რამდენიმე მიზეზის გამო:
ფრილანს ურთიერთობები სულ უფრო მიმზიდველი იქნება პროფესიონალური განვითარების მანძილზე. ის იქნება 30-50 წლის ასაკის სტაბილური შემოსავლისა და ემოციური სტაბილურობის წინაპირობა.
ამას გარდა, მას მოაქვს პროფესიონალთა დიდი სანაცნობო წრე და ის კულტურა, რომლის ნაწილიც გვსურს ვიყოთ.
„დიდი გადადგომის“ პერიოდში, რა სახელითაც აშშ-ში მილიონი ადამიანის მიერ სამსახურის დატოვებას მოიხსენიებენ, ადამიანებს მეტი ინტერესი გაუჩნდათ დამატებითი შემოსავლის შექმნისკენ. გამოკითხული 2500 რესპონდენტიდან მათი 72%, ვინც ბოლო დროს სამსახური შეიცვალა, უკმაყოფილო იყო და წინა სამსახურში დაბრუნებაზე ფიქრობდა. ვირტუალური გასაუბრებები ხშირად არ იძლევა საკუთარი თავის სრულყოფილად წარდგენის საშუალებას. კორპორაციული მომთაბარეობა საშუალებას გაძლევთ გაიცნოთ ახალი ადამიანები, ადგილები, კულტურები, ღირებულებები და სამუშაო პროექტები.
ასევე, მნიშვნელოვნად გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი, სანაცნობო წრე და კარიერული განვითარების რაღაც ეტაპზე თავისუფალ აგენტადაც ჩამოყალიბდეთ.
როგორ გახდეთ კორპორაციული მომთაბარე?
განსაზღვრეთ მიზანი
პანდემიის შემდეგ, გლობალურმა გეოპოლიტიკურმა განვითარებამ ღირებულებისადმი ლტოლვა გააძლიერა. დაფიქრდით, რას ეძებთ საქმიანობაში?
მუდმივად ეძებეთ პოტენციური პარტნიორები
მას შემდეგ, რაც მიზანი განსაზღვრეთ და საინტერესო ვარიანტები განიხილეთ, უნდა დაიწყოთ რეგულარული ძიება ისეთი ორგანიზაციების, ფუნქციებისა და ადამიანების, რომლებიც თქვენი პოტენციალიდან სარგებელს ნახავდნენ. ეს ისევე თანმიმდევრულად უნდა აკეთოთ, როგორც სამუშაოს მოძებნიდით.
მიიტანეთ თქვენი იდეა ხელმძღვანელამდე
მას შემდეგ, რაც მიმზიდველი შესაძლებლობა მოძებნეთ, ხელმძღვანელს ღიად და ენთუზიაზმით გაესაუბრეთ, რატომ გსურთ ამ საქმისთვის დროის დათმობა. თუკი სწორად გაესაუბრებით, ისინი თქვენს ინიციატივას დადებითაც მოეკიდებიან და მხარს დაუჭერენ.
პროაქტიურად მართეთ თქვენი ცხოვრება
GALLUP-ის ერთ-ერთი უახლესი კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა დღიური სტრესი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამავდროულად, მომუშავეთა რეკორდული რაოდენობა წინ მიიწევს. რა არის ამის მიზეზი? ისინი პროაქტიურები არიან თავიანთ სამსახურებრივ არჩევანში და საკუთარ ცხოვრებას თავად მართავენ.
გამოსავალი სამუშაოს დამატება კი არ არის, არამედ თავად იმ სამუშაოების დონე, რასაც აკეთებთ. გონებრივ მუშაკთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ისევე, როგორც მათი რიცხვი, ვინც ტექნოლოგიურ ეპოქაში საკუთარ განვითარებასა და ბედნიერებაზე ზრუნავენ. ისინი თავიანთ სამუშაო კვირას წინასწარ გეგმავენ, პრიორიტეტებს სწორად ალაგებენ, თავს არიდებენ ყურადღების გამფანტველებს და თავისუფლად ამბობენ უარს იმ საქმეებზე, რაც არ უღირთ.
თავის მხრივ, ორგანიზაციებმა რა უნდა მოიმოქმედონ?
შეცვალეთ მიდგომა ტალანტების მიმართ და ფიქსირებული აზროვნებიდან გამოდით
ორგანიზაციები უნდა მოერიდონ ადამიანების მაღალი და დაბალი პოტენციალის მიხედვით დაყოფას. ამის ნაცვლად, ეზებონ უნიკალური პოტენციური პროფილი ყოველი ადამიანისთვის, მათი ცნობისმოყვარეობის, კომპეტენციისა და ინტერესების გათვალისწინებით. განსხვავებული ხედვაა საჭირო, რათა კორპორაციული რესურსი სწორი და ეფექტიანი მიმართულებით განვითარდეს.
გადახედეთ წახალისების სისტემას და ტალანტების საერთაშორისო განვითარებას მეტი დრო დაუთმეთ
საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიები, მართვის სფეროში, ყოველთვის ახერხებდნენ გლობალური ტალანტების გამოზრდას. ისინი ხელმძღვანელებისთვის საკუთარი თავისა და თანამშრომლების ლიდერებად გამოზრდისთვის ბონუსებს ითვალისწინებდნენ. შედეგად, მათ 400 GM-ის განვითარებას შეუწყვეს ხელი სხვადასხვა კომპანიისთვის. კორპორაციული მომთაბარის განვითარება სასარგებლოა როგორც ცალკეული ინდივიდებისთვის, ასევე კორპორაციებისთვის – ესაა შრომითი რესურსის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც არ საჭიროებს ვინმეს ჩანაცვლებას ან ტალანტის ორგანიზაციულ ჩარჩოებში მოქცევას.
მიგრაციული რევოლუცია მხოლოდ კარგის მომტანია სამყაროსთვის. ის ხელს უწყობს ცნობისმოყვარე და ღია ადამიანების განვითარებას, ვისაც სურს აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები, ადამიანები, ადგილები და მოექცეს ინოვაციების ცენტრში. კორპორაციული მომთაბარეობა არამხოლოდ უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერების მომტანია, არამედ ფუნდამენტურად აუმჯობესებს ადამიანების აქტივობასა და სარგებლიანობას, გლობალურ დონეზე.
წყარო: HBR