იცოდით, რომ სუნით ადამიანები იმაზე 100-ჯერ უკეთ იმახსოვრებენ, ვიდრე თვალით ნანახით, მოსმენით, დაგემოვნებით ან შეხებით?! შედეგად, სუნი შესანიშნავი ხელსაწყო ხდება ბიზნესებისთვის, რომელთაც გაყიდვების გაზრდა და ბრენდის გაძლიერება სურთ. ამასთან, კვლევების თანახმად, გასურნელებულ შოურუმებს მომხმარებლები მაღალი ხარისხის მქონედ აღიქვამენ. თუ არც ესაა თქვენთვის საკმარისი, გეტყვით, რომ მომხმარებლები სასიამოვნო სუნის მქონე სივრცეში უფრო მეტს ხარჯავენ.
ამგვარად, ნამდვილად გაქვთ მიზეზი, გაიგოთ მეტი იმ სუნის შესახებ, რომელიც დადებით შეგრძნებებსა და ემოციებს აჩენს:
ლიმონი
სუფთა, ჯანსაღი სუნით ლიმონს შედეგებისა და თქვენი დამოკიდებულებების გაუმჯობესება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ რაღაცით დასტრესილი ხართ. მაგალითად, როცა კოლეგები რთულ პროექტზე მუშაობენ, ლიმონის სურნელი მათ დამშვიდებაში და საქმის საუკეთესოდ გაკეთებაში დაეხმარება.
ლავანდა
უკვე ათწლეულებია, რაც არომათერაპიებში ლავანდას იყენებენ. ძლიერი სამკურნალო მახასიათებლები აქვს, რომლებიც სტრესის დონეების შემცირებაში დაგვეხმარება. ცალკე მყოფიც და სხვა სურნელებთან შერეულიც ძლიერად ზემოქმედებს გარემოზე, შედეგად, სტრესისა და გაღიზიანების ნაცვლად, მეტად კონცენტრირებული ხდებით დავალებაზე.
ჟასმინი
ეფექტი ლავანდას მსგავსია და ნერვების დასამშვიდებლად გამოიყენება მაშინ, როცა სტრესულ მდგომარეობაში ხართ. თუმცა მხოლოდ ამგვარი გრძნობებისგან კი არ გათავისუფლებთ, პოზიტივისა და ენერგიის სტიმულირებაც შეუძლია.
პიტნა
ბრეინშტორმინგის სესიებისთვის შესანიშნავი სურნელია, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გონებას აღვიძებს და, ამასთან, სიცხადის შეგრძნებასაც ქმნის. შედეგად, თუ ოფისს პიტნის სურნელით აავსებთ, თანამშრომლები უკეთესი იდეების გენერირებას შეძლებენ. მომხმარებლები კი მეტად ჩართულნი იქნებიან შოპინგის პროცესში.
პაჩული
ამ მცენარეს დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ მწერების საწინააღმდეგო საშუალებად, მაგრამ ცოტა ადამიანმა თუ იცის მისი ეფექტის შესახებ ემოციებზე. დადასტურებულია, რომ თავდაჯერებულობას ზრდის და ადამიანებს შრომისმოყვარეობისკენ უბიძგებთ. საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გამოყენებისას კი მომხმარებლებისთვის იმ სტრესის შესამსუბუქებლად იყენებენ, რომელსაც ძვირადღირებული ნივთების შეძენით განიცდიან…
ვარდი
სიყვარულის სიმბოლოს გარდა, ვარდი ტრენინგების სესიებში გამოიყენება, რათა თანამშრომლებს ნასწავლის განმტკიცებაში დაეხმაროს. ვარდის მსუბუქი სურნელი თანამშრომლებს ახალ ინფორმაციებს უფრო მარტივად ამახსოვრებინებს.
ამგვარად, სამუშაო სივრცის გასურნელება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა ბიზნესებისთვის, არჩევანი კი თქვენზეა.