აკო ახალაიას ზაფხულის შვებულება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის მისი ლოდინი არც უწევს. უქმეებზე ქალაქიდან გასვლა და საქართველოს ულამაზესი ადგილების მონახულება უკვე ტრადიციად ექცა.
როგორც აღმოჩნდა, ავტომობილით სამოგზაუროდ წასვლას აკო ფილოსოფიური კუთხითაც აფასებს და გვიზიარებს ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავგადასავალს — გზას საქართველოდან საფრანგეთამდე.
აკო ახალაია, მარკეტერი: „ეს იყო შარშან, როცა მთელმა ოჯახმა ავტომობილში ერთი თვე გავატარეთ და თბილისიდან კანში ჩავედით. ამ მოგზაურობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ გვაკავშირებს გზები დანარჩენ სამყაროსთან და როგორ არ ვიყენებთ ხშირად ამ შესაძლებლობას.
როდესაც ამდენი დრო არ არის, მაშინ საქართველოში მოგზაურობაც დიდი სიამოვნებაა. პანდემიის დროს შევიძინე უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილი და ამ მხრივ ყოველთვიურად ვაკეთებთ ახალ-ახალ აღმოჩენებს. დროის სიმცირიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად მაინც აღმოსავლეთ საქართველოში ვმოგზაურობთ. ვაშლოვანი, ალგეთის მიმართულება, დავითგარეჯა და ა. შ.“
როგორც გაირკვა, აკოს ავტომობილთან ადრეული ასაკიდან აქვს მჭიდრო კავშირი. გვიყვება, რომ მისი ბავშვობა კარტინგებსა და ავტოსპორტს უკავშირდება. ამ სპორტს წლები მიუძღვნა და, სწრაფი ტარებისა და მანევრირების გარდა, იმ წლებმა ავტომობილთან სწორი ურთიერთობა, მისი მოვლა და მასზე ზრუნვა ასწავლა. მისთვის მანქანა არც ახლაა მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე გადასაადგილებელი საშუალება, უფრო თანამგზავრია, რომელსაც ზუსტად ისე უნდა მოექცე, როგორც ცოცხალ არსებას.
„როგორც ექცევი შენს ავტომობილს, ისე გექცევა ის შენ“ — რაღაც პერიოდი მეც არ მჯეროდა ამ გამონათქვამის, მაგრამ პრაქტიკამ არაერთხელ დამარწმუნა ამაში“.
ამ ყველაფრისა და კიდევ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, ფიქრიც არ დასჭირვებია, ისე გახდა აკო ახალაია „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანიის მეგობარი, რომელიც ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოგვიწოდებს.
აკო ახალაია, მარკეტერი: „როგორ ემზადება ადამიანი სამოგზაუროდ წასასვლელად? დაახლოებით ასე ვამზადებ ავტომობილს ყოველი გასვლისას. უფრო კონკრეტულად კი, აუცილებლად ვითვალისწინებ ამინდსა და გარემოს, როგორც ზამთარში არ გახვალ გარეთ მხოლოდ მაისურით ან ზაფხულში — თბილი ქურთუკით, ასევეა ავტომობილის შემთხვევაშიც. აუცილებელია სწორი საბურავი, ხუნდები — რომ არსად და არასოდეს დაგაღალატოს, ზეთი — რომ შუა მოგზაურობაში ძრავას რაიმე პრობლემა არ შეექმნას და ძირითადი სავალი ნაწილები — რომ ყველაფერი ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია. ზამთარში კი, ყველა დანარჩენთან ერთად, ანტიფრიზის დონის შემოწმებაც ტრადიციასავითაა.
შენი ავტომობილი შეგრძნების დონეზე უნდა იცოდე, იმწამსვე უნდა ხვდებოდე, რამე თუ უჭირს. ეს, ერთი მხრივ, დიდ ფინანსურ ზიანს აგარიდებს და, მეორე მხრივ, საფრთხის რისკებსაც შეამცირებს“.
ავტომობილთან დაკავშირებული ვირუსივით მოარული მითები აკოსთვისაც ძალიან ნაცნობია. როგორც ამბობს, ამ მოსაზრებებს მასზე არასდროს უმოქმედია, თუმცა ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოსიარულეც ბევრი უნახავს, ზეთის შეცვლაზე გაჯიუტებულიც და ისიც, რა ძვირად უჯდებათ ადამიანებს ამ მითებისგან „განკურნება“.
აკო ახალაია, მარკეტერი: „მეც მაქვს უსიამოვნო გამოცდილება, როგორც მგზავრს, როცა ისეთ ავტომობილში აღმოვჩნდი, რომელსაც მუხრუჭებმა უმტყუნა, გადახურდა და შემთხვევით გადავრჩით — მძღოლმა ავტომობილის მინდორზე გადაყვანა მოახერხა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია ის, რომ საბურავმა, ხუნდებმა გიმტყუნოს და ავტომობილი ვერ დაიმორჩილო, ამას კი შესაძლოა უდიდესი ტრაგედია მოჰყვეს. ყველაზე მინიმუმ, გაუმართავი ავტომობილით მოგზაურობა სავარაუდოა, ძალიან მალე დასრულდეს“.
იმისთვის, რომ ნანატრმა შვებულებამ სასიამოვნოდ ჩაიაროს, იმისთვის, რომ მოგზაურობა მხოლოდ დადებითი ემოციებით იყოს სავსე და იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი — საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს, აუცილებელია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებს, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“ და გამგზავრებამდე ავტომობილის მომზადება აუცილებელია.
[პარტნიორის კონტენტი]