in

რითაა სასარგებლო არტ-თერაპია?

ხელოვნება არამხოლოდ სასიამოვნო გამოცდილებაა, არამედ შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი თერაპიის სახით. მას შეუძლია მოგცეთ შესაძლებლობა გამოხატოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. ამავდროულად, დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ და გააცნობიეროთ საკუთარი ემოციები და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

არტთერაპიის სარგებელი მას ღირებულ პროცესად აქცევს მოზრდილებისა და ახალგაზრდებისთვის დაავადებების მკურნალობისას.

რატომ მიმართავენ ადამიანები არტ-თერაპიას?

არტ თერაპია გამოიყენება მდგომარეობებისა და დაავადებების ფართო სპექტრისთვის:

  • დეპრესია
  • ტრავმა
  • კვებითი დარღვევები
  • ბიპოლარული აშლილობა
  • ასპერგერის სინდრომი
  • დემენცია
  • ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა
  • დაკარგულობის განცდა

ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გადაიტვირთოს იმ პრობლემებით, რომელთა წინაშეც ის დგას, იმ ზეწოლით, რომელსაც განიცდის წარმატების მისაღწევად და მის გარშემო არსებული მღელვარე სამყაროს გავლენით. არტთერაპიას შეუძლია მოგცეთ შესაძლებლობა შეაჩეროთ და იმუშაოთ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

თვითგამოხატვა

ხელოვნება შეიძლება იქცეს აზრებისა და ემოციების შესწავლისა და კომუნიკაციის საშუალებად, იმ ემოციების, რომლებიც ზოგჯერ ძალიან რთული ან დამაბნეველია, მარტო საუბრით გადმოსაცემად.

თვითგანვითარებისა და შინაგანი სიძლიერის აღქმა

არტ-თერაპიას შეუძლია გააღვიძოს ხმა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აზრებისა და გრძნობების გადმოსაცემად. შინაგანი მე-ს და იმ გამოცდილების შესწავლით, რომლებმაც შექმენით თქვენ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიწყოთ თქვენი ძლიერი მხარეების ამოცნობა.

ფიზიკურ ავადმყოფობასთან შეგუება

თუ გაქვთ ქრონიკული ან სხვა რთული დაავადება, არტ-თერაპია დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მის უარყოფით გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ის დაგეხმარებათ განსაზღვროთ მიზნები, რომელთა მიღწევაც გსურთ და მოგცეთ შესაძლებლობა, განმარტოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ის ასევე გაძლევთ დროს, იფიქროთ, თუ როგორ შეიცვალა სამყაროსა და თქვენთვის ღირებული მოვლენების მიმართ თქვენი ხედვა.

რას უნდა ელოდოთ არტთერაპიის სესიისგან

არტთერაპია არ არის იმისათვის, რომ დიდი ხელოვანი გახდეთ. მისთვის არ არის საჭირო წინასწარი ცოდნა ან უნარი – უბრალოდ მზადყოფნა, ცადოთ კონკრეტული მასალების გამოყენება.

ეს არის მოქნილი საშუალება, სადაც თქვენ წყვეტთ, რა დროს დაუთმობთ შემოქმედებას და შემდეგ, საუბარს. თქვენი პირველი სესიის დროს, თერაპევტი, როგორც წესი, გაგაცნობთ სხვადასხვა მასალას: საღებავებს, ფანქრებს, თიხასა და პასტელს, რათა თავად აარჩიოთ, რა მასალით იმუშაოთ.

ზოგიერთი იწყებს ხელოვნების შექმნით, სადაც ასახავს სურათს ან ქანდაკებას, სხვებს ურჩევნიათ იმ თემაზე ან იდეაზე იმუშაონ, რომელიც თერაპიულ სესიაზე მოაქვთ. თემას სესიის დასაწყისში თერაპევტთან თავდაპირველი განხილვისას ირჩევენ.

შესრულებული ნამუშევარი შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი, ნახატი, ქანდაკება ან ნახატი, მაგრამ ეს არის საშუალება, იპოვოთ მისი კავშირი თქვენს ცხოვრებასთან.

წყარო: priorygroup

ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკავებისას რობოტი ძაღლი გამოიყენა

როგორ იქცა ტელევიზორი სათამაშო მოწყობილობად?