in

გაიცანით „რიტმი” – ქართული ცეკვის მოტივებზე შექმნილი სასტუმროს კოსმეტიკა

ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, სასტუმროდან შამპუნის ან შხაპგელის ტუბი ერთხელ მაინც რომ არ წამოეღო. როდესაც ნომერში ყველა აქსესუარი დახვეწილი და ხარისხიანი გვხვდება, ეს ჩვენს სამომხმარებლო გამოცდილებას ერთიორად კომფორტულს ხდის და იმავე სასტუმროში მობრუნება სხვა დროსაც გვინდება. ამ სურვილს კი დეტალები ქმნის.

სწორედ ასეთი ნიუანსების გათვალისწინებით შეიქმნა ახალი ბრენდი „რიტმი” – ქართული კულტურის მოტივებზე დაფუძნებული პროდუქტი, რომელიც აერთიანებს არა მარტო სასტუმროს კოსმეტიკას, არამედ აქსესუარებსაც.

რიტმი კომპანია „შერა ჯგუფს” ეკუთვნის. ის ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის პრემიუმკლასის პროდუქტების შეთავაზება, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნა და ქართული ინდუსტრიის შესაძლებლობების წინ წამოწევა.

შერა ჯგუფის წარმომადგენლები, მერაბ შენგელია და თენგო რაზმაძე რიტმის შექმნის კონცეფციასა და კომპანიის ისტორიაზე გვიყვებიან.

M: ქართულ ბაზარზე სასტუმრო კოსმეტიკის ახალი ბრენდი – „რიტმი“ გამოჩნდა! მოგვიყევით, როგორ დაიბადა ეს კონცეფცია?

მერაბ შენგელია: რიტმი არის შერა ჯგუფის დებიუტი – პირველი ქართული High-End კოსმეტიკისა და აქსესუარების ხაზი, რომელიც აცოცხლებს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. ბრენდის დიზაინი შთაგონებულია ქართული ხალხური ცეკვის დინამიკით და ანრი მატისის უკვდავი ნამუშევრით „ცეკვა”, რაც სიმბოლური ხიდია ქართულ და მსოფლიო კულტურას შორის.

რიტმის იდეა Horeca სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან დაიბადა. ვხედავდით, რომ საქართველოს სასტუმროების ბაზარს აკლდა რაღაც განსხვავებული, ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სტუმართმასპინძლობას გამოხატავდა. დავიწყეთ ფიქრი, თუ რა აინტერესებთ სტუმრებს საქართველოში: ისტორია, ტრადიციები, კულტურა…გვინდოდა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ამ ყველაფერს გააერთიანებდა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელ დასვენების გამოცდილებას შექმნიდა. შედეგად, მივიღეთ რიტმი.

M: რა არის შერა ჯგუფის მისია და რა ღირებულებებმა განაპირობა რიტმის შექმნა?

თენგო რაზმაძე: ჩვენ ვეხმარებით სასტუმროებს სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში.

ჩვენი ღირებულებებია:

ელეგანტურობა: ყურადღება უმცირეს დეტალებშიც კი

ექსკლუზიურობა: გამორჩეული დიზაინი და ხარისხი

მდგრადობა: პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე

ხარისხი: უკომპრომისო სტანდარტები.

შერა ჯგუფში გვჯერა, რომ ყოველი სასტუმროს ნომერი არის სცენა, სადაც იქმნება დაუვიწყარი მოგონებები. სწორედ ამიტომ, ჩვენი თითოეული პროდუქტი – ყოველი ტუბი, ბოთლი თუ აქსესუარი – შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრის გამოცდილება თავგადასავლად  აქციოს.

M: სასტუმროს ინდუსტრია საქართველოში VS მსოფლიოში. როგორია თანამედროვე ტრენდები და როგორ პასუხობს მათ შერა ჯგუფი?

მერაბ შენგელია: ქართულ ბაზარზე სასტუმროს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა ვფიქრობთ, ის ჯერ სრულად ვერ პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნას – იყოს თვითმყოფადი, ეკომეგობრული და გამორჩეული. მთავარი ტრენდი დღეს არის მომხმარებლისთვის დაუვიწყარი დასვენების გამოცდილების შექმნა; ისტორია, რომელსაც ის სხვებსაც გაუზიარებს. 

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს. გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ახალ თავს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის ისტორიაში.

დღესდღეობით როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მთავარი გამოწვევა ხარჯების ოპტიმიზაციაა. სასტუმროები ცდილობენ, საუკეთესო სერვისთან ერთად შეძლონ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ჩვენ ხარისხთან ერთად ჩვენს პარტნიორებს ინდივიდუალურ სერვისსა და ხარჯის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. ამის მაგალითია ჩვენი ინოვაციური დისპენსერული სისტემა MagnetX-იც. ის არის სასტუმროებისთვის, რომლებიც ზრუნავენ სტუმრების კომფორტზე და უფრთხილდებიან გარემოს.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და როგორ შეუძლიათ მათ თქვენთან დაკავშირება?

თენგო რაზმაძე: მართალია, მთავარი ფოკუსი სასტუმროებზე გვაქვს, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ადამიანებთანაც, რომლებიც Airbnb-ზე აქირავებენ ბინებს, განურჩევლად იმისა, იურიდიული პირი იქნება ეს თუ ფიზიკური. ჩვენი პლატფორმის, shera.ge-ს მეშვეობით შეუძლიათ, დაზოგონ დრო, ენერგია და შეიძინონ სასტუმროს ერთჯერადი პროდუქცია ან დისპენსერული სისტემა ონლაინ. გარდა ამისა, მზად ვართ გავუწიოთ სატელეფონო კონსულტაცია და ამ ფორმატით დავაფიქსიროთ შეკვეთა.

M: როგორ დაახასიათებთ იმ სასტუმროებთან თანამშრომლობას, რომლებიც უკვე სარგებლობენ თქვენი პროდუქტით?

მერაბ შენგელია: შერა ჯგუფის მომხმარებლები არიან სასტუმროები, რომლებიც აფასებენ ხარისხს, ესთეტიკასა და ექსკლუზიურობას. ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის გულისხმობს პერსონალიზირებულ მომსახურებას, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებსა და პროდუქციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას. 

ჩვენთან პარტნიორობით, ყველა მეგობარ სასტუმროს შერა ჯგუფის სახით ჰყავს ერთგული გულშემატკივარი და ლოჯისტიკური მიმართულებით საიმედო პარტნიორი – შეკვეთის პროცესი საკმაოდ მარტივია, მიწოდების ვადა კი ოპტიმალური.

M: თქვენი სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…

თენგო რაზმაძე: გვსურს, გავხდეთ ამიერკავკასიის რეგიონში პირველი ბრენდი, რომელიც სრულად გადავა მდგრად წარმოებაზე. ჩვენი მიზანია, გავხდეთ რეგიონში წამყვანი ბრენდი სასტუმროს აქსესუარებისა და კოსმეტიკის მიმართულებით. გვჯერა, რომ ქართულ ინდუსტრიას აქვს პოტენციალი, შექმნას მსოფლიო დონის პროდუქტები და გამოცდილება.

[R]

10% ფასდაკლება თბილისი ჰილსის ყველა ნაკვეთზე – მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის

მეფეების მეგობრობის ამბავი ეტიკეტით გააცოცხლეს — მონარქების სასმელი