29
Nov
2018

ავტომწარმოებელი Rivian ჯიპის ტიპის ელექტრომობილს უშვებს

29 Nov 2018

veon
veon


ავტომწარმოებელმა Rivian ჯიპის ტიპის ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვიტა. როგორც კომპანია იუწყება, მოდელი R1S “ტესლას” X მოდელის უკეთესი ალტერნატივაა. Rivian ახალგაზრდა კომპანიაა, სულ რაღაც, 9 წლის წინ დაფუძნდა, თუმცა, მისი 35 წლის დამფუძნებელი, რობერტ სკარინჯი ილონ მასკზე ამბიციურია.

შვიდადგილიანი R1S-ის ფასი $65,000-დან დაიწყება. საბაზო მოდელი, ერთი დამუტვით, 240 მილს გაივლის, ექნება მესამე დონის ავტონომია, რაც ნიშნავს, რომ მანქანის მართვისას, მშვიდად შეგიძლიათ გაუშვათ საჭეს ხელი. კომპანიის განცხადებით, მოდელის გაუმჯობესებულ ვარიანტს, ერთ დამუხტვაზე, 400 მილის გავლა შეეძლება. როგორც ცნობილია, ავტომობილი 2020 წლისთვის გამოვა.

 

განხილვა