„შეიცავს რკინას და სხვა მინერალებს” – სხვადასხვა რეკლამიდან ეს ფრაზა, ალბათ, ხშირად გაგიგონიათ. თეორიულად ყველამ ვიცით, რომ რკინას ჩვენი ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ სტატიაში ვეცდებით, უფრო გასაგებად და მარტივ ენაზე ავხსნათ, თუ რა როლი აქვს რკინას და როგორ შეიძლება ის ბუნებრივად, ხელოვნური დანამატების გარეშე მივიღოთ.
რა არის რკინა
რკინა მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი სისხლის შენარჩუნებას. მისი ნაკლებობას რკინადეფიციტურ ანემიას უწოდებენ, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ადამიანს აწუხებს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეფიციტია მსოფლიოში.
რკინა სისხლის უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს. საკმარისი რკინის გარეშე სისხლის წითელ უჯრედებს უჭირთ ჟანგბადის გადატანა, რაც, საბოლოოდ, ჩვენს ორგანიზმზე აისახება. მისი პირველი სიმპტომები სისუსტე და დაღლილობაა, თუმცა შემდგომში გაცილებით სერიოზული პრობლემების შექმნაც შეუძლია. რკინა ასევე ერთგვარი პროტეინია, რომელიც ატარებს და ინახავს ჟანგბადს სპეციალურად კუნთოვან ქსოვილებში. რკინა მნიშვნელოვანია ბავშვებში ჯანსაღი ტვინის განვითარებისა და ზრდისთვის, სხვადასხვა უჯრედისა და ჰორმონების ნორმალური წარმოებისა და ფუნქციონირებისთვის.

როგორ ვიღებთ რკინას საკვების მეშვეობით
საკვებიდან რკინის მიღება ორი ფორმით ხდება: ჰემური და არაჰემური. ჰემი გვხვდება მხოლოდ ცხოველის ხორცში, არაჰემური რკინა კი მცენარეულ საკვებში გვხვდება, როგორიცაა: მთლიანი მარცვლეული, თხილი, თესლი, პარკოსნები და ფოთლოვანი მწვანილი. არაჰემური რკინა ასევე გვხვდება ცხოველის ხორცში (რადგან ცხოველები მცენარეულ საკვებს მოიხმარენ).
რკინით მდიდარი პროდუქტები
ცხოველური წარმოშობის რკინის ძირითადი წყაროებია: წითელი ხორცი (რაც უფრო წითელია ხორცი, მით უფრო მაღალია მისი რკინა სუბპროდუქტები). ასევე ფრინველი, თევზი და კვერცხი.
რაც შეეხება მცენარეულ პროდუქტებს, ესენია: თხილი, ჩირი, სრულფასოვანი მაკარონი, რკინით გამაგრებული პური და საუზმის მარცვლეული; პარკოსნები (შერეული ლობიო, გამომცხვარი ლობიო, ოსპი, წიწილა), მუქი ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული (ისპანახი, ვერცხლის ჭარხალი, ბროკოლი) და შვრია.
როგორ გავაუმჯობესოთ რკინის მიღება პროდუქტებისგან
რკინის მიღებას პროდუქტებისგან თავისი წესები და თავისებურებები აქვს. მაგალითად, C ვიტამინით მდიდარი საკვები, როგორიცაა ციტრუსები, პომიდორი, კენკრა, კივი, ნესვი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და წიწაკა, დაგეხმარებათ მეტი რკინის ათვისებაში, თუ მათ მიირთმევთ რკინით მდიდარ საკვებთან ერთად.
მეორე მხრივ, არსებობს პროდუქტები, რომელთაც რკინის სისხლში შეწოვის შემცირება შეუძლიათ. მაგალითად: ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და სოია.
მიზეზები, თუ რატომ უნდა იყოს რკინის შემცველი პროდუქტები თქვენი ჯანსაღი კვების ნაწილი
როდესაც ორგანიზმში საკმარისი რკინაა, ადამიანის ენერგიის დონე უფრო მაღალია. რკინა პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე კუნთებსა და ტვინში.რკინა ხელს უწყობს ფოკუსის და კონცენტრაციის დონის გაუმჯობესებას, ამცირებს გაღიზიანებას და აძლიერებს გამძლეობას.
რკინის სათანადო მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ. იმის გამო, რომ რკინა წარმოქმნის ჰემოგლობინის შემცველ სისხლის წითელ უჯრედებს, რომელიც გადასცემს ჟანგბადს ქსოვილებში, მისმა დეფიციტმა შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს შეგვიშალოს ხელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც რკინას აქვს, არის იმუნურ სისტემაზე დადებითი გავლენის მოხდენა. სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ის გამოიმუშავებს, აუცილებელია ქსოვილებისა და უჯრედების დაზიანების აღსადგენად და, ამრიგად, შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ასევე, სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინი აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს მის მუშაობას ოპტიმალურ დონეზე.

რკინის პერიოდული გადამოწმება სისხლში, ყოველთვის კარგი აზრია. თუ ანალიზებზე წასასვლელი დრო არ გაქვთ, საქმეს „ექიმოს” აპლიკაცია გაგიმარტივებთ, რომლიდანაც დისტანციურად არის შესაძლებელი ლაბორატორიის გამოძახება.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














