in

როგორია ინდუსტრიული ტურისტული გამოცდილება ევროპასა და საქართველოში?

ტურიზმის აქტიურად განვითარების პარალელურად, მისი მრავალფეროვანი მიმართულებები ჩამოყალიბდა, მაგალითად, სათავგადასავლო, სამთო ტურიზმი, ეკო-ტურიზმი, გასტროტურიზმი, ინდუსტრიული ტურიზმი… ვითარდება ინდუსტრიის ნიშური სერვისები, რაც დამთვალიერებელს ქვეყნის, ადამიანების, ადგილობრივი კულტურის თუ ისტორიის უკეთ გაცნობაში ეხმარება. ერთ-ერთი სწრაფად მზარდი მიმართულებაა ინდუსტრიული ტურიზმი, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კულტურას ეცნობიან. ტურიზმის ეს მიმართულება აპრობირებულია ევროპაში, აშშ-სა თუ აზიაში. მზარდი ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც, სადაც გარდა მადნეულის მოპოვებისა, კომპანიები ვიზიტორების ტურისტული გამოცდილების პრაქტიკასაც აქტიურად ნერგავენ. თუმცა, სანამ ქართულ გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, თვალი გადავავლოთ ინდუსტრიული ტურიზმის პრაქტიკას საერთაშორისო ასპარეზზე.

Volkswagen-ის ავტოქარხანა და ავტომუზეუმი ვოლფსბურგში მდებარეობს და გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილია ინდუსტრიული ტურიზმით დაინტერესებულთათვის. აქ, ყოველდღიურად, 4000 ავტომობილი იწარმოება. ვიზიტორებს, ვებგვერდის საშუალებით, დეტალურად შეუძლიათ ნახონ პროცესი. ავტომობილი, 2 საათის ვადაში, სრულად იწყობა. ქარხნის მიმდებარედ არის მუზეუმი, გამოფენები და ასევე, 48 მეტრის სიმაღლის მინის კონსტრუქცია, რომელიც ახალი ავტომობილების სათავსოს როლს ასრულებს.

ინდუსტრიულ ტურებს შორისაა Abenteuer Erzberg, რომელიც ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოპოვების ზონას წარმოადგენს. ავსტრიაში მდებარე ეს საბადო აერთიანებს მომპოვებელი მაღაროების დათვალიერებას, აფეთქებების ცოცხალ რეჟიმში ნახვას და ინდუსტრიის ახლოდან გაცნობას.

მურანოს შუშის ქარხანა და მუზეუმი იტალიაში, ვენეციაშია განთავსებული. აქ, მინის ოსტატები მე-13 საუკუნიდან მოყოლებული აწარმოებენ პროდუქტებს. ქარხანა ვიზიტორებს ექსკურსიებსა და მინის აფეთქების პროცესის დათვალიერებას სთავაზობს. ტურისტებს მუზეუმის მონახულებაც შეუძლიათ – გაეცნობიან ვენეციური მინის წარმოების ისტორიას და მინის ეგვიპტისდროინდელი წარმოების კულტურას ეზიარებიან.

სვაროვსკის კრისტალების სამყარო ავსტრიაში, ინსბრუკში მდებარეობს. ის კრისტალური საიუველირო ნაწარმისა და საკოლექციო მასალების წარმოებითაა განთქმული. ასევე, აქ იქმნება ოპტიკური ინსტრუმენტები (ტელესკოპი, ბინოკლები), ხელსაწყოები და დანადგარები, ბროლით შთაგონებული ხელოვნების ნიმუშები.

ტურისტული გამოცდილება ფართოდაა გავრცელებული ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა Heineken. ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი სასმლის ისტორიას, მისი დავარგების პროცესსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს აცნობს მომნახულებელს – ამ გამოცდილების მიღება ამსტერდამში შეგიძლიათ და ტურს დაგემოვნებითაც დაასრულებთ.

ინდუსტრიული სფეროთი დაინტერესებული დამთვალიერებლების მასპინძლობის პრაქტიკა დანერგა RMG-მ, რომელმაც საწარმოო ტერიტორიაზე უკვე მიიღო პირველი სტუმრები და საშუალება მისცა ახლოდან გაცნობოდნენ ოქროს დორე შენადნობისა და სპილენძის კონცენტრატის წარმოების პროცესს, დასწრებოდნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და დაეთვალიერებინათ ეკო-პროექტები, „მადნეულის“ ისტორიული კარიერი. ვიზიტორებს გიდობა დარგის სპეციალისტებმა გაუწიეს.

კომპანია ინდუსტრიული ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. ყალიბდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც ტურზე რეგისტრაციის საშუალებას მისცემს მსურველებს. ვიზიტორები საკუთარი თვალით ნახავენ მადნებთან მუშაობის ტექნოლოგიას და 1000 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილი გადასახედიდანაც დაათვალიერებენ კარიერის გულს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ინდუსტრიული ტურიზმის ხელშეწყობა, რადგან გარდა სხვა დაინტერესებული ადამიანებისა, ამგვარად სამთო-გეოლოგიური, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა თუ ტელეკომუნიკაციის სპეციალისტებისთვისაც ქმნის სფეროს უკეთ გაცნობის საშუალებას.

 

[R]

კვლევა – დედამიწას 27-მილიონ წლიანი გეოლოგიური ციკლი აქვს!

გიგანტურ კუს განუვითარებელი კიდურების გამო სპეციალური ეტლი მოარგეს!