in

არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისელმა „ყოჩებმა“ მონაკოს რაგბის ტურნირზე იასპარეზეს

მაისის დასაწყისში, არემჯის მხარდაჭერით, რაგბის კლუბ „ყოჩების“ თორმეტწლამდელთა გუნდმა მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. არემჯი, რომელიც სპორტის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, „ყოჩების“ გულშემატკივარია 2019 წლიდან და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი მონაკოს პრინცესა შარლენის ხელშეწყობით უკვე ათი წელია იმართება და მსოფლიოს 50 ქვეყნის 500-მდე ბავშვს უყრის თავს. „ყოჩების“ ნაკრები თბილისისა და ბოლნისის გუნდის წევრებით იყო დაკომპლექტებული. როგორი იყო „ყოჩების“ ასპარეზობა მონაკოში, კლუბის დირექტორის და ბავშვთა ლიგის მწვრთნელისგან შევიტყვეთ.

M: რით იყო „ყოჩებისთვის“ მონაკოს ტურნირში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?

გია კუბლაშვილი, „ყოჩების“ აღმასრულებელი დირექტორი: „ყოჩების“ გუნდი რამდენიმე ადგილას არის განთავსებული: აქტიურად გვაქვს მოცული თბილისი, ასევე, გვყავს გუნდი ბოლნისში. სწორედ მათი ერთობლიობით, შეიკრიბა ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ბოლნისის გუნდის ოთხი ბავშვი იყო. ბავშვების მონაწილეობა მსგავს საერთაშორისო ტურნირებში ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ესაა განსხვავებული გამოცდილება – აქ, მეტწილად ერთსა და იმავე გუნდებს ეთამაშებიან. რაც უფრო ადრინდელი ასაკიდან მიეჩვევა ბავშვი განსხვავებულ მეტოქესთან თამაშს, მით უფრო კარგად ჩამოყალიბდება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სხვა ქვეყანაში თამაში, რომელსაც რაგბის კულტურა გააჩნია. ნახულობენ, როგორ ტარდება ტურნირი, როგორია ორგანიზება, რამდენად დახვეწილია გარემო. მსგავსი ტურნირები ხშირად ტარდება და მნიშვნელოვანია მცირე ასაკიდანვე მონაწილეობდნენ ბავშვები. საბედნიეროდ, არემჯიმ საშუალება მოგვცა მონაკოში ჩავსულიყავით და წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა.

წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირი მონაკოს პრინცესა შარლენის ეგიდით ტარდება და ყოველწლიურად, მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას. შარლენი ოლიმპიური მედალოსანია ცურვაში. მას შემდეგ, რაც პრინცესა გახდა, დააარსა ფონდი, რომელიც უამრავ სპორტულ აქტივობას უჭერს მხარს. ეს ტურნირი ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვები ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ, ეცნობიან ერთმანეთს, ვარჯიშობენ, ერთობიან, ათვალიერებენ მონაკოს, დიდი ყურადღების ქვეშ არიან და ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლოა.“

 

M: როგორია ტურნირზე მიღებული შთაბეჭდილებები?

შოთა მაღრაძე, „ყოჩების“  ბავშვთა ლიგის მწვრთნელი: „წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მონაწილეობის შეთავაზება თბილისის გუნდისგან მივიღეთ. საბედნიეროდ, არემჯიმ გამოთქვა ჩვენი მხარდაჭერის სურვილი და სრულად დააფინანსა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი მონაკოში. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში 11 წლის მოზარდები იღებენ მონაწილეობას. წასვლამდე, ბავშვებმა ერთკვირიანი ინტენსიური მომზადება გაიარეს. ბავშვებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მიიღეს, სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოხვდნენ. ამ მოგზაურობამ უზარმაზარი ეფექტი იქონია მათზე. მეტად კონცენტრირებულები არიან სპორტზე, ბევრად მონდომებით ვარჯიშობენ. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან სპორტს.

M: როგორ შეიცვალა განწყობა ამ სპორტის მიმართ ბოლნისში?

ტურნირიდან დაბრუნებულებმა შევამჩნიეთ, რომ „ყოჩების“ მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქტიურად გვიერთდებიან ახალი ბავშვები. აქვთ რაგბის თამაშის დიდი მოტივაცია. მოდიან მშობლებთან ერთად და დიდ სურვილს გამოთქვამენ ჩვენთან შემოერთების. ეს სწორედ არემჯის მხარდაჭერის შედეგია. ძალიან დიდი მადლობა „ყოჩებს“ და არემჯის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ტურნირში მონაწილეობა.

რაგბის კლუბ „ყოჩების“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალი ნოზაძე გვესაუბრა.

M: რატომაა მნიშვნელოვანი RMG-ისთვისყოჩებისმხარდაჭერა საერთაშორისო ტურნირებში ? რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

კომპანია არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობა სპორტის, მათ შორის, რაგბის აქტიურ მხარდაჭერას  ითვალისწინებს. ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ და   ქვემო ქართლის რეგიონში მხარი  დავუჭიროთ როგორც საფესტივალო ასაკის, ისე პროფესიულ დონეზე მოთამაშე გუნდებს. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში,  ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის და ზოგადად სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზღაპრული ვიზიტი პატარა სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება იყო. ტურნირში მონაწილეობასთან ერთად, მათ გაიცნეს 50-მდე ქვეყნიდან ჩამოსული თანატოლები, დაათვალიერეს მონაკო, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში. ვფიქრობ ეს პოზიტიური მოგონებები მათ დიდხანს გაყვება.

პრინცესა შარლენს საჩუქრად გავუგზავნეთ  საუკუნოვანი ისტორიისა და მულტიკულტურული ტრადიციების მქონე ქალაქ ბოლნისში აღმოჩენილი უძველესი ღვინის დეკანტერი – ე.წ . კვატი (ადრე ანტიკური და ელინისტური ხანა  ძვ. წ.  VI  – I  ს.ს ) და საუკეთესო ბოლნისური ღვინო. კვატი ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის სიმბოლოა და მისი ორიგინალი დაცულია ბოლნისის მუზეუმში. ბოლნისის ახალი მუზეუმი და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მხარდაჭერა, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებია. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწოთ როგორც მუზეუმის, ასევე ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში და ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო შანსი  – ეს პროექტები პირდაპირ მონაკოს სამეფო ოჯახისთვის გაგვეცნო.

M: თქვენი ხედვით, რა როლი შეგიძლიათ შეასრულოთ ადგილობრივი რაგბის განვითარებაში, მსგავსი მხარდაჭერით?

არემჯის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენების მხარდაჭერა. ჩვენ გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დამწყები სპორტსმენების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობებით, როგორიც არის მონაკოში ვიზიტი და ერთერთ მასშტაბურ ტურნირზე მონაწილეობა, პატარა სპორტსმენებს კიდევ უფრო შევაყვარებთ სპორტის ამ სახეობას, ხელს შევუწყობთ  როგორც მათ ფიზიკურ ასევე ინტელექტუალურ განვიტარებას. დღეს დაბა კაზრეთში რაგბის წრეზე არემჯის მხარდაჭერით 60-ზე მეტი ბავშვი დადის, არ არის აუცილებელი, მომავალში ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მთავარია ბავშვები დაკავებული იყონ ფიზიკური აქტივობით, ისწავლონ მეგობრობა, გუნდური თამაშის პრინციპები და დაისახონ სწორი მიზნები.

M: არემჯიყოჩებისმხარდამჭერია 2019 წლიდან. როგორ გეგმავთ მხარდაჭერის გაგრძელებას?

ჩვენ უკვე მეოთხე წელია სარაგბო კლუბ ყოჩების გენერალური სპონსორები ვართ, რომელიცდიდ ათშიწარმატებით ასპარეზობს. ასევე ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მატჩების ტრანსლაციის სპონსორი და ნაკრების ერთგული ქომაგები. არემჯი გრძელვადიანად გააგრძელებს რეგიონში რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, როგორც საფესტივალო, ისე პროფესიულ დონეებზე. სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არემჯის  კორპორაციული პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგიის და მდგრადი განვითარების მიზნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

 

[R]

გაეცანი „არტანუჯის“ ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

მეცნიერებმა „სიკვდილის დრაკონის“ ნაშთები აღმოაჩინეს