in

რნმ-ის ექსპერიმენტით სიცოცხლის წარმოშობის შესახებ გავიგებთ

ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ პასუხს კითხვაზე — როგორ წარმოიშვა სიცოცხლე? ამის შესახებ უკვე მრავალი განსხვავებული თეორიაც არსებობს, თუმცა ახლა დარვინის ევოლუციის თეორიას საუკუნეების შემდეგ უბრუნდებიან. როგორც ამბობენ, ეს ყველა იდუმალებას ჰფენს ნათელს.

M2
M2

კვლევის შედეგებით, შესაძლოა, პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რომელსაც ადამიანები მრავალი წლის მანძილზე სვამდნენ — როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?, — ამბობს რიო მიზუჩი, კვლევის თანაავტორი. 

ევოლუციის თეორიით შთაგონებულმა მკვლევრებმა რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ) გრძელვადიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ რნმ-ის მოლეკულა შექმნეს, რომელსაც არა მხოლოდ რეპროდუცირება, არამედ უფრო რთულ მოლეკულებად განვითარებაც შეეძლო. შედეგად მიხვდნენ, რომ კონკრეტული პროცესები ქიმიური სისტემიდან ბიოლოგიაში გადადიოდა. მკვლევრებმა რნმ-ის რეპლიკაციის სისტემა გამოცადეს, რაც მუტაციებსა და ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებულ უწყვეტ თვითგანვითარების პროცესს იწვევდა. ეს კი, თავის მხრივ, ევოლუციის ადრეული ეტაპების გაგებაში დაგვეხმარება. 

ბიოლოგიაში არსებული კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი ამბობს, რომ ერთზე მეტი სახეობა არ შეიძლება თანაარსებობდეს მაშინ, როცა ისინი საერთო რესურსებს იყენებენ და ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ამრიგად, მოლეკულებმა უნდა იპოვონ გზა, რათა სხვადასხვა რესურსი მდგრადი დივერსიფიკაციისთვის გამოიყენოს. ისინი უბრალოდ მოლეკულებია და ჩვენ დავინტერესდით, შესაძლებელი იყო თუ არა ქიმიურ სახეობებს ასეთი ინოვაცია სპონტანურად განევითარებინათ, — ამბობს რიო მიზუჩი, კვლევის თანაავტორი. 

ამასთან ერთად, მკვლევრები დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარებასაც აპირებენ. მათი მიზანი იმის გაგებაა, თუ როგორ უკვალავს გზას რნმ ბიოლოგიურ სისტემებს.

„შენ გელოდება…“ – Europcar Georgia-ს ახალი კამპანია

კვლევა: რა გავლენას ახდენს თანამშრომელთა გამოცდილება კომპანიის მოგებაზე?