in

Roamingo for Startups – ახალი კამპანია ქართველი სტარტაპერების მხარდასაჭერად

Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ.

Roamingo for Startups – ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით.

კავშირი, რომელიც გზაში ყველაზე მეტად გჭირდება

შენ ერთ ქალაქში არ ხარ – შენ ყველგან ხარ, როცა გლობალურ სტარტაპს ქმნი.

დღეს ლისაბონში ხარ კონფერენციაზე, ხვალ ბერლინში მიფრინავ ახალი ბაზრის გასაცნობად, ზეგ ბარსელონაში ხვდები ინვესტორებს. ასეთ მოგზაურობაში, კავშირი – სიტყვასიტყვით და გადატანითაც – გადამწყვეტია.

„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები – ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ – Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.

Roamingo for Startups – კამპანიის შექმნის ინსპირაცია

Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია – ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.

„როცა ჩვენ ვიწყებდით – მხარი დაგვიჭირა  სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგალითად Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა. ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ.“ – Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.

როგორ ჩაერთო კამპანიაში?

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7

ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.

[R]

YouTube-მა ვიდეოების სხვა ენებზე დუბლირების AI ფუნქცია ოფიციალურად ჩაუშვა

IFA 2025-ზე Dreame-მ დასუფთავების ინოვაციური Smart ტექნოლოგიები წარადგინა!