in

სამოგზაურო დაზღვევა და როუმინგოს ინტერნეტი ერთ პაკეტში

წამყვანი სადაზღვევოები Roamingo-სთან პარტნიორობენ

თანამედროვე მოგზაურობა წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე: რუკა, მგზავრობა, ჯავშნები, ბილეთები, ტაქსი ან უბრალოდ შთაბეჭდილებების გაზიარება – მობილური ინტერნეტი მოგზაურობის ყოველ ნაბიჯზეა საჭირო. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ასახელებენ ხარისხიან ინტერნეტს როგორც მოგზაურობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს და მათთვის მოგზაურობიდან მიღებული გამოცდილება სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როცა დაცულობას უწყვეტი კავშირიც თან ახლავს. სწორედ ამიტომ, წამყვანი სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად საჩუქრად Roamingo-ს მაღალსიჩქარიან სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობენ.

დღეს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების — Aldagi, PSP დაზღვევა, IRAO და სხვა, სამოგზაურო დაზღვევის პაკეტებს, თან ერთვის Roamingo-ს 1GB ბონუს ინტერნეტი ევროპასა და თურქეთში, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საზღვარგარეთ ჩაფრენისთანავე ჰქონდეს სწრაფი და საიმედო კავშირი.

„ალდაგი” პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, ვინც Roamingo-ს ინტერნეტი, როგორც ბონუსი სამოგზაურო დაზღვევის პაკეტში დაამატა. ამ შეთავაზებამ მალე მოიპოვა მომხმარებლის აღიარება და კომბინირებული სამოგზაურო პროდუქტი ქართული სადაზღვევო ბაზრის ტრენდად იქცა.

დღეს „ალდაგთან“ წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, როუმინგოს ინტერნეტს საკუთარ კლიენტებს სთავაზობენ სხვა წამყვანი სადაზღვევო კომპანიებიც – PSP დაზღვევა, IRAO და სხვა, რომლებმაც თავიანთი მომხმარებლებისთვის, Roamingo-ს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება აირჩიეს და დაზღვეულებს როუმინგოს ინტერნეტი ბონუსად შესთავაზეს.

Roamingo-ს სამოგზაურო ინტერნეტი არ მოითხოვს სიმ ბარათს, აქტიურდება მობილური აპლიკაციით, მუშაობს 190-ზე მეტ ქვეყანაში და მომხმარებელს მაღალსიჩქარიან, სტაბილურ ინტერნეტთან წვდომა აქვს მოგზაურობის პირველივე წუთიდან.

სამოგზაურო დაზღვევა + ინტერნეტი – ეს არის  სადაზღვევო პროდუქტის ახალი სტანდარტი, რომელსაც Roamingo და მისი პარტნიორები ერთად, წარმატებით უზრუნველყოფენ და მომხმარებლისთვის მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას ქმნიან.


Roamingo ქართული სტარტაპია, რომელიც ლემონდუს ჯგუფში შედის.

დაწყებიდან მცირე დროში, პლატფორმა იქცა რეგიონულ ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ სამოგზაურო ინტერნეტის მიმართულებით. დღეს Roamingo-ს 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და იგი ფართოვდება ევროპის და აზიის ქვეყნებში.

აპლიკაცია აერთიანებს მაღალი ხარისხის eSIM ინტერნეტს, დახვეწილ UX/UI გამოცდილებას და 24/7 მხარდაჭერას, რაც მას განასხვავებს როგორც ტექნოლოგიურად, ასევე მომხმარებელზე ზრუნვის დონით.

გარდა B2C აპლიკაციისა, Roamingo აფართოებს B2B პარტნიორულ ქსელს, რომლის საშუალებითაც ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ავიახაზები საკუთარ მომხმარებლებს ინტეგრირებულ მონაცემთა პაკეტებს სთავაზობენ, რაც ქმნის ახალ შემოსავლის წყაროს და დამატებით ბენეფიტს მომხმარებლებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

შეიძინეთ სასურველი ნივთი 5 ივლისს — გადაიხადეთ PLUS-ებით და ნაწილ-ნაწილ

„ისინი ბილბორდს ვერ დაიჭერენ“ — კამპანია აქტივისტების დაკავების საფრთხეზე