in

Roamingo – ერთადერთი პლატფორმა საქართველოში, სადაც ინტერნეტპაკეტს სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება

როუმინგოს შერჩეული სამოგზაურო ინტერნეტპაკეტების შეძენისას მომხმარებელი GPI-ს სამოგზაურო დაზღვევას იღებს. საქართველოში ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ორივე სერვისის მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

როუმინგის თანამედროვე ალტერნატივების განვითარება როუმინგოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რათა მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტთან დაკავშირების მარტივი და კომფორტული გამოცდილება ჰქონდეთ.

დაზღვევისთვის საჭირო მონაცემების შევსება პირდაპირ Roamingo-ს აპლიკაციაშია შესაძლებელი – მომხმარებელს არ სჭირდება სხვა ვებგვერდზე გადასვლა, დამატებითი ბმულების გახსნა ან მონაცემების სხვა პლატფორმაზე ხელახლა შეყვანა. მონაცემების შევსების შემდეგ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი მომხმარებელს აპლიკაციაშივე ხვდება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე:

10GB ინტერნეტპაკეტი – სამოგზაურო დაზღვევა 14 დღემდე;
20GB ინტერნეტპაკეტი – სამოგზაურო დაზღვევა 14 დღემდე;
ნამდვილი ულიმიტო ინტერნეტი 5 დღით – სამოგზაურო დაზღვევა 5 დღით;
ნამდვილი ულიმიტო ინტერნეტი 7 დღით – სამოგზაურო დაზღვევა 7 დღით.

რამდენიმე წლის წინ როუმინგომ შექმნა შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც სამოგზაურო დაზღვევას ინტერნეტი მოყვებოდა. ახლა კი მომხმარებელი Roamingo-ში ყიდულობს სამოგზაურო ინტერნეტს, რომელსაც GPIH-ის სამოგზაურო დაზღვევა მოჰყვება.

ერთი აპი, ერთი პაკეტი – ინტერნეტი და სამოგზაურო დაზღვევა ერთ სივრცეში.

იმოგზაურეთ კიდევ უფრო მშვიდად როუმინგოსთან ერთად. 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეიქმნა METI Protein Bar-ის ვიზუალური ბრენდინგი

გაინტერესებს, როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?