in

ინტერნეტი მოგზაურობისთვის, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება. გაიგეთ, რა სიახლეებს გთავაზობთ Roamingo

ცხოვრება სწრაფი ტემპით ვითარდება,  მუდმივი ცვლილებების ფონზე ტექნოლოგიებიც შესაბამისად უნდა პროგრესირებდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობის დროს. სწორედ ამიტომ „როუმინგო” აგრძელებს განვითარებას მომხმარებლის საჭიროებებზე დაკვირვებით. ბოლო თვეებში გაძლიერდა სერვისის სიჩქარე, შემცირდა ფასები და დაემატა ფუნქციონალები, რომლებიც მოგზაურობისას კავშირს კიდევ უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის. როუმინგის სერვისის განვითარება როუმინგოს მთავარი პრიორიტეტია, რათა მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება ჰქონდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას.

რა დაემატა თქვენს აპს:

  • როუმინგის საუკეთესო ტარიფები მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანი, სომხეთი, კატარი და სხვა მიმართულებები ახლა უფრო ხელმისაწვდომია.
  • გაუმჯობესებული 5G დაფარვა ევროპაში – იმგზავრეთ თავისუფლად, ზედმეტი შეზღუდვების გარეშე.
  • გახარჯული გიგაბაიტების ყოველდღიური კონტროლი – აპში გამჭვირვალედ ხედავთ, დღეში რა რაოდენობის ინტერნეტს მოიხმართ, რის მიხედვითაც მარტივად შეარჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ პაკეტს.
  • ულიმიტო ინტერნეტი – ულიმიტო გიგაბაიტები, შეუზღუდავი სიჩქარით, მთელი დღე, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ულიმიტო ინტერნეტს საზღვარგარეთ.
  • VPN ქართული კონტენტისა და სპორტული ღონისძიებებისთვის – იდეალურია ქართულ ფილმებზე, გადაცემებზე, სპორტულ მატჩებსა და ადგილობრივ ვებრესურსებზე წვდომისთვის, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ.
  • Always On – გიგაბაიტების ამოწურვის შემდეგაც კავშირი არ წყდება, რათა შეძლოთ ბალანსის შევსება და აუცილებელი სერვისებით სარგებლობა.
  • დარჩენილი გიგაბაიტების საკუთარ ბალანსზე გადარიცხვა ან მეგობრისთვის ჩუქება – მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ Roamingo-ს აპლიკაციაში შეგიძლიათ არ დაკარგოთ დარჩენილი გიგაბაიტები და გადაირიცხოთ საკუთარ ბალანსზე ან აჩუქოთ მეგობარს.

გადმოწერე Roamingo-ს აპლიკაცია და შეარჩიეთ სასურველი ინტერნეტპაკეტი წინასწარ. მისი გახარჯვა საზღვარგარეთ ჩასვლისას დაიწყება.

Roamingo არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მოგზაურებს გთავაზობთ მარტივ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მობილურ ინტერნეტს მსოფლიოს მასშტაბით. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ 190-ზე მეტი ქვეყნის eSIM პაკეტი, აკონტროლოთ გიგაბაიტების ხარჯვა რეალურ დროში და დარჩეთ ონლაინ ნებისმიერ წამს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ უნდა მოიპოვონ აღმასრულებლების ნდობა მარკეტერებმა

როგორ ვმართოთ შფოთვა და გავხდეთ უფრო პროდუქტიული