in

MCCANN-ის რობ რაილი WPP-ს გლობალური აღმასრულებელი კრეატიული ოფიცერი გახდა

აღმასრულებელი IPG სააგენტოში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა

McCann Worldgroup-ის კრეატიული თავმჯდომარე, რობ რაილი შვიდი წლის შემდეგ, საკუთარ პოსტს Interpublic Group of Cos.-ში ტოვებს, რომ გახდეს გლობალური აღმასრულებელი კრეატიული ოფიცერი WPP-ში, იტყობინება WPP-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ რედი, რომლიs ამბიციაც, თავის მხრივ, ისაა, რომ WPP პლანეტაზე ყველაზე კრეატიული კომპანია გახდეს.

BOG
BOG

მოხარული ვარ, რომ რობი შემოგვიერთდება. ჩვენ ვცდილობთ, WPP მსოფლიოში ყველაზე კრეატიული, ყველაზე ეფექტური და პერსპექტიული სამუშაოს სინონიმი გახდეს.

რაილი McCann-ს 2014 წელს შეუერთდა. მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო სააგენტოში შემოქმედებითი აღორძინება, მაგალითად, „უშიშარი გოგონას“ კამპანია სწორედ მის პერიოდში განხორციელდა.

McCann, ასევე, წლის ქსელად დასახელდა 2019 წლის კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე.

შვიდი ძალიან წარმატებული წლის შემდეგ, McCann Worldgroup- ში, რობმა გადაწყვიტა, გადასულიყო თავისი კარიერის შემდეგ ნაწილში, სამწუხაროდ კონკურენტებთან. მე მას მადლობას ვუხდი შეუფასებელი ღვაწლისთვის და ვუსურვებ საუკეთესოს ახალ როლში, – აღნიშნა MCCann Worldgroup- ის თავმჯდომარემ-აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ კოლბმა.

McCann-მდე რაილი Crispin Porter + Bogusky-ს, როგორც მსოფლიო მთავარი კრეატიული ოფიცერი, 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

TBWA-მ შექმნა ფონტი, რომელიც კლიმატის კრიზისზე გესაუბრებათ

იწყება, თუ არა სოციალური მედიის რეგულირების ახალი ერა?