31 დეკემბერს ჰაიდაუთი გეპატიჟებათ წლის ყველაზე დაუვიწყარ ფართიზე, ლეგენდარულ ბერლინელ არტისტთან რობაგ ვრუმთან ერთად. კლუბის კარი გაიხსნება 11 საათზე და სტუმრებს შეეძლებათ ახალი წლის შეხვედრა ჰაიდაუთში.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ გარდა საოცარი მუსიკისა, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად, სტუმრებს საახალწლო დეკორაციაც დახვდებათ, რომელზეც სპეციალურად ჰაიდაუთის გუნდი იზრუნებს. ასევე, აქვე მოეწყობა ოთხი ბარი — მათ შორის, კოქტეილისა და ღვინის.
რაც შეეხება უშუალოდ მუსიკალურ ნაწილს, კლუბში ორი სცენა მოეწყობა, განსხვავებული მუსიკით და დატვირთული ლაინაფით.
პირველ, მთავარ სცენაზე დაუკრავს Robag Wruhme, DJ და პროდიუსერი, ლეიბლ KOMPKT-ის წევრი. საგულისხმოა, რომ რობაგი საქართველოს არაერთგზის სტუმარია და მას კარგად იცნობს აუდიტორია სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალიდან: 4GB, მზესუმზირა და Tbilisi Open Air.
მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ Nika J და Tomma, ქართველი პიონერი დიჯეები და 4GB-ს გუნდის წევრები.
ხოლო მეორე სცენაზე დაუკრავენ ქართული სცენის წამყვანი სახეები: Toke, Ika, Usherenko, DJ Delorean, Levan Grdzelidze და ასევე ჰაიდაუთის გუნდის წევრი არტისტები Luka და Soyl.
[R]