in

გულშემატკივრებს Ebay-ზე რობერტო კარლოსის შეძენის შანსი აქვთ

Sporti
Sporti

იანვარი საფეხბურთო სამყაროში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის თარიღია. მთელი თვის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბები უამრავ ტრანსფერს ახორციელებენ, ყიდულობენ, ან ყიდიან ფეხბურთელებს. ამ პროცესში უამრავი ადამიანია ჩართული და ფეხბურთის მოყვარულებისთვის საინტერესო და აზარტული პროცესია. ვინაიდან ამ პროცესებში მხოლოდ პროფესიონალი კლუბები და მენეჯერები არიან ჩართულები, Ebay.com-მა გადაწყვიტა დემოკრატიულობა და თანაბრობის პრინციპი აქაც შემოიტანოს და მოყვარულთა კლუბებს ონლაინ ვაჭრობის ერთ-ერთ უდიდეს პორტალზე, ლეგენდარული ფეხბურთელის რობერტო კარლოსისა და ენი ალუკოს შეძენის შესაძლებლობა მისცეს. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად აუქციონზე მონაწილეობის ბილეთი დაგჭირდებათ, შემდეგ კი საკუთარ ბიდს განათავსებთ.

“ფეხბურთი უდიდესი სოციალური მოვლენაა. ჩვენ ამ წლებში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. ჩვენი საიტი არის ადგილი და სივრცე, სადაც ნებისმიერი რამის შეძენას შეძლებ, ახლა კი მოყვარულთა ლიგის კლუბებს საშუალება ექნებათ მათი რიგები არც მეტი, არც ნაკლები, რობერტო კარლოსით გააძლიერონ. ეს დიდებული შანსი და შესაძლებლობაა. გულშემატკივრებში ამ სიახლემ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ყოველდღურად იმატებს, წინ საინტერესო სიახლეები გველოდება ” – ამბობს იბეის რეგიონალური მენეჯერი ჯეიმს სქეთვეი.

მედიცინაში პირველად — პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს!

Associated Press ფოტოჟურნალისტების NFT ნამუშევრების გასაყიდ პლატფორმას ქმნის!