24
Oct
2018

მაღაზია “ქრონოგრაფს” ბრენდ Roberto Coin-ის სამკაულები დაემატა!

24 Oct 2018

რობერტო კოინი

“მოდა მუდმივად იცვლება. სტილი – არა. სტილი ჩვენი და ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თვითგამოხატვის ნებისმიერ დროს,” – ეს დიზაინერ რობერტო კოინის სიტყვებია. დღეს, “რობერტო კოინი” მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც Luxury კატეგორიის სამკაულებს საუკუნოვანი ტრადიციისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმით ქმნის. ბრენდის 1000 მაღაზია მსოფლიოს 60 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. “რობერტო კოინის” მოდელების შეძენა თბილისში, საკრებულოს ისტორიული შენობის პირველ სართულზე განთავსებულ მაღაზია “ქრონოგრაფშია” შესაძლებელი. “ქრონოგრაფი” Luxury კატეგორიის სამკაულების, საათებისა და აქსესუარების ათეულობით ბრენდს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიის პორტფოლიო იცვლება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად. “რობერტო კოინის” აქსესუარების ქართულ ბაზარზე შემოსვლაც ამ მიდგომის ნაწილია.

საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულების წარმოება რობერტომ 1996 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით, “რობერტო კოინი” უამრავი ცნობილი ადამიანის რჩეული ბრენდია, მათ შორის: იზაბელ აჯანი, ჰილარი კლინტონი, ჯოდი ფოსტერი, სელმა ჰაიაკი, ჯენიფერ ჰადსონი, ეშლი ჯადი, ალისია კეისი, მაროკოს მეფე, ჯენიფერ ლოურენსი, დუბაის შეიხი, ბრუკ შილდსი, დემი მური, ოპრა უინფრი და სხვები.

სამკაულების შესაქმნელად, “რობერტო კოინი” იყენებს 18-კარატიან ყვითელ ოქროს, თეთრ და ვარდისფერ ოქროს, ასევე, ბრილიანტებს, ძვირფას ქვებს, ფოლადს, ხეს და სხვა მასალებს. მოდელს, კოინი პირადად ხატავს, შემდეგ სამუშაოს დიზაინერებსა და ოსტატებს გადასცემს.

ბრენდის კოლექციებში ლალის ქვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რაც ეგვიპტური ლეგენდით არის შთაგონებული. ლეგენდის თანახმად, ფარაონები მაგიურ ქვად ლალს მიიჩნევდნენ, ამიტომ, მათ სამკაულში ლალის ქვას საპატიო ადგილი ეჭირა. სწორედ ასე შეიქმნა კოინის პირველი კოლექცია, სახელწოდებით Appassionata (ქართ. “ვნებიანი”).

რობერტო კოინმა ბავშვობის ოცნება აიხდინა – გონებამახვილობისა და ნოვატორული უნარის წყალობით, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში მის ბრენდს გამორჩეული როლი აქვს. რობერტოს დაუღალავი ინსტინქტი ყოველთვის მომართულია ახლისკენ. სწორედ ასე ახერხებს ბრენდი, ყოველწლიურად, საერთაშორისო ბაზარზე მორგებული 600 ახალი მოდელის შექმნას.

[R]

განხილვა