in

Roblox-ის ახალი AI მოდელი 3D ობიექტებს ქმნის

M2

შემოქმედებითობა სრულიად ახალ განზომილებაში გადადის… ამ ამბის უკან კი Cube 3D დგას, Roblox-ის ღია კოდის AI მოდელი, რომელიც 3-განზომილებიან ობიექტებს, მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, აგენერირებს. ეს ხელსაწყო დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შექმნან ვირტუალური ობიექტები, მოდელირების დიდი გამოცდილების გარეშე, რითაც, თავის მხრივ, თამაშებისა და ციფრული დიზაინის სფეროში შესვლაც გაუმარტივდებათ. 

ამგვარად, Cube 3D, სიტყვების ნაცვლად, იმ კომპონენტებს პროგნოზირებს, რომლებიც 3D სტრუქტურებს ქმნის. თანაც, მოდელი რობლოქსის ეკოსისტემის ლიცენზირებული მონაცემებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსებითა და აქტივებითაა გაწვრთნილი.

ამ ეტაპისთვის Cube 3D ქსელის გენერირებაზეა ფოკუსირებული, რაც დეველოპერებს ისეთი მარტივი აღწერილობით აძლევს დეტალური ობიექტების შექმნის შესაძლებლობას, როგორებიცაა მომავლის წითელი მანქანა ფრთებით ან შავი ტყავის ქურთუკი მოტოციკლისთვის.

საინტერესოა, რომ რობლოქსი Cube 3D-ს განვითარებად პროექტად გვაცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალშიც უნდა ველოდოთ ახალ შესაძლებლობებს. აქ კი უკვე ფონებისა და პეიზაჟების გენერირებას გვპირდებიან — ერთი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე დეველოპერებს მთლიანი გარემოს შექმნა შეეძლებათ, ინტერაქციულ 4D გამოსახულებებსაც მიიღებენ, რითაც მოთამაშეების მოთხოვნებს უპასუხებენ. 

ღია კოდის ხელსაწყოობა კი იმას ნიშნავს, რომ რობლოქსში და მის მიღმა არსებულ დეველოპერებს მოდელის საკუთარ საჭიროებებზე მორგება შეუძლიათ. მართალია, AI ხელსაწყო დეველოპერებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ Roblox გვეუბნება, რომ აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება…

MIT ORBIT – კვლევების გენერაციული AI პლატფორმა BTU-ს სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის

ეს არ არის სასტუმრო „აფიშას” სარეკლამო ვიდეო – ეს შენი მომავალი კადრია!