in

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის ისტორია

მოზარდები, რომლებიც დღეს დიდი ხალისით თამაშობენ ცნობილ თამაშს, Roblox, ალბათ ვერ დაიჯერებენ, როცა გაიგებენ, რომ ეს თამაში მათზე უფროსია. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ონლაინ თამაშების პლატფორმამ, რომელიც აქვე სთავაზობს პატარებს საკუთარი თამაშის შექმნის სისტემას, ბავშვებს განუვითარა ფანტაზია. ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ნახავთ ბავშვს, რომელიც შემთხვევით თავისივე თანატოლის მიერ შექმნილ თამაშში ხვდება. მისი ფართო ხელმისაწვდომობის წყალობით Windows-ზე ჩართული კომპიუტერის დესკტოპებსა და ლეპტოპებზე, მობილურ iOS და Android მოწყობილობებზე და Xbox One კონსოლებზე, Roblox-მა დააგროვა მოთამაშეთა ბაზა, რომელიც უამრავ საათს ხარჯავს მასზე და იყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც პლატფორმა სთავაზობს.

istoriebi
istoriebi

თუ გაინტერესებთ, როგორ იქცა Roblox თამაშის ფენომენად, თქვენ სწორ ადგილას მოხვდით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბეტა ვერსიაში

1989 წელს დევიდ ბასზუკიმ, რომელიც ცნობილია როგორც Roblox Corporation-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დააარსა კომპანია სახელად Knowledge Revolution. კომპანიას ფოკუსი ეჭირა საგანმანათლებლო ფიზიკასა და მექანიკური სიმულაციური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე. ბასზუკიმ დაწერა ზოგადი დანიშნულების სიმულაციური პროგრამა, სახელწოდებით Interactive Physics. შემდეგ მან გაიცნო ერიკ კასელი და მასთან პარტნიორობით დააფუძნა Roblox Corporation.

1999 წელს კომპანიამ სახელწოდებით MSC Software Corporation 20 მილიონ დოლარად შეიძინა Knowledge Revolution. ბასზუკი აქ ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში კომპანია დატოვა და სათავეში ჩაუდგა Roblox Corporation-ის შექმნას. მას თან გაჰყვა MSC Software-ის რამდენიმე თანამშრომელიც. 

2004 წელს პროექტის პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა. თავდაპირველი სახელწოდება იყო ხან “GoBlocks”, ხან “DynaBlocks”. საბოლოო ფორმა თამაშმა 2006 წელს მიიღო და გამოვიდა კიდეც Roblox-ის სახელით.

გაუმჯობესებული ვერსია

2007 წელს Roblox-ს დაემატა ახალი ფუნქციები, როგორებიცაა: საძიებო ველი, პირადი შეტყობინებები, რაც მოიცავდა უსაფრთხო ჩატ ფანჯარას 13 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის; ასევე ბილეთების დეველოპერები, კლუბები და პერსონაჟები. 

იმავე წელს დაინერგა პირველი Roblox ვალუტა (“Roblox Points”). ეს იყო ყოველდღიური შესვლის ბონუსები მოთამაშეებისთვის, რომლებიც თამაშობდნენ მინითამაშებს. 2007 წელს Roblox Points შეიცვალა “Robux”-ით. კიდევ ერთი სავალუტო ფორმა, რომელიც დაემატა, იყო “Tix”, ბილეთები, რომლებიც თამაშში შესვლისას მომხმარებლებს ეძლეოდათ. 

2007 წელსვე რობლოქსის გუნდმა გადაწყვიტა, სერვერი გაეუმჯობესებინა და შემოეტანა პრემიუმ საწევრო პაკეტი – “Builders Club”, რომელსაც დღესდღეობით “Roblox Premium” ეწოდება.

ინოვაციური მიდგომა წარმატებისთვის

2011 წლის დეკემბერში Roblox-ის საინაუგურაციო Hack Week ჩატარდა, რომელსაც შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიეცა. Roblox-ის დეველოპერები მუშაობდნენ მრავალფეროვან კონცეფციებზე, რომლებიც თამაშის განვითარებას შეუწყობდა ხელს. 2013 წელს დაინერგა დეველოპერის გაცვლის პროგრამა, რამაც დეველოპერებს საშუალება მისცა, Robux რეალურ ვალუტად გადაექციათ. 

Roblox-ის ისტორია გაცილებით საინტერესო გახდა 2015 წლის 31 მაისს, ახალი ფუნქციის დანერგვით, სახელწოდებით “Smooth Terrain”. ამან შეცვალა თამაშის გრაფიკული გამოსახულება და ბლოკირებული სახე რეალისტური რელიეფით შეიცვალა, რამაც იმოქმედა თამაშის ფიზიკაზეც. 

პანდემიის პერიოდში თამაშის შემქმნელებმა მოთამაშეებს შესთავაზეს კერძო სერვერი, ონლაინ hangout, რომელიც ერთმანეთთან სოციალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

რაც შეეხება სხვა მოწყობილობებზე და კონსოლებზე პორტირებას, Roblox-მა პირველი პორტი მიიღო 2012 წლის 11 დეკემბერს, როდესაც ის iOS-ზე გადავიდა. 2014 წელს თამაში ხელმისაწვდომი გახდა Android-ზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ Xbox One-ის მეშვეობით სახლის კონსოლში გადაინაცვლა. 2016 წლის აპრილში გამოვიდა Roblox VR.

მოგება და აღიარება

Roblox-ის ისტორია მართლაც შთამბეჭდავია. თამაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოხვდა. გამოცემები კი წერენ, რომ Roblox-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $29,3 მილიარდია. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მოეწყვე Skillwill-ში, როგორც გინდა და შეიძინე ახალი პროფესია უმოკლეს დროში!

„ველი” უკვე აპლიკაციაა!