მოემზადეთ რობოტების დაუვიწყარი შერკინებისთვის! — საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, ივლისში, თბილისში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საინჟინრო და სანახაობრივი ღონისძიება Robo Battle 2025 შედგება. აქ შეგიძლიათ ააწყოთ დისტანციურად მართვადი საბრძოლო რობოტი სხვადასხვა წონითი კატეგორიისთვის და გუნდურად მიიღოთ მონაწილეობა ერთდღიან შეჯიბრებაში.
Robo Battle 2025-ის მიზანია ახალგაზრდების STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისება. რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექ მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების გაღრმავება რეალური პრაქტიკის მეშვეობით.
ღონისძიებაში მონაწილეობს სკოლების, უნივერსიტეტების, ჰობისტებისა და სტარტაპების მიერ შექმნილი საბრძოლო და სუმო რობოტები, რომლებიც ერთმანეთს სამ წონით კატეგორიაში შეერკინებიან სპეციალურ არენებზე:
- Beetleweight (0.5–1.5 კგ)
- Hobbyweight (1.5–5 კგ)
- Featherweight (5–15 კგ)
Robo Battle 2025 ამ დარგში და ინდუსტრიაში წარმატებული ადამიანების გამოსვლებსა და ვორქშოფებსაც უმასპინძლებს.
- საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი – დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრება სამ წონით კატეგორიაში.
- SUMO რობოტების ტურნირი – ავტონომიური რობოტების შეჯიბრება მოსწავლეებისთვის.
- სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები.
- საჯარო პრეზენტაციების, დაჯილდოების, მენტორობისა და ნეთვორქინგის ზონა.
- დემო ზონა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს მონაწილეთა რობოტები.
- დასვენებისა და კვების ზონა – მუსიკა, თამაშები და სოციალიზაცია.
მონაწილეები და აუდიტორია
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
- მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები
- ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები
- ინჟინრები, სტარტაპერები და პროფესიონალები
- სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კოლეჯის წარმომადგენლები
- სტუდენტური ელჩები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზატორებთან
ამ ეტაპისთვის უკვე რეგისტრირებულია 42 გუნდი, რომელთა 40% არის დასაქმებული, 48% სტუდენტი და 12% სკოლის მოსწავლე.
რეგისტრაცია და დეტალები
მონაწილეობა შეუძლიათ 14 წელს ზემოთ დაინტერესებულ პირებს, გუნდურად (2-5 წევრი), რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სრულწლოვანი.
რობოტების ბრძოლაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 29 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/sHiU4PreHim7iDDa8
Robo Battle 2025-ის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
[პარტნიორის კონტენტი]