სიარულსა და სირბილს განსხვავებული ბიომექანიზმები აქვს, რაც ორივე შემთხვევაზე მორგებული მექანიზმების შექმნისთვის პრობლემას ქმნის. ჰარვარდის Wyss ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს ბიო-ინსპირირებული მექანიზმი – პორტატული რობო-შორტი, რომელსაც შეუძლია სიარულისა და სირბილის პროცესში, თქვენს ასისტენტად იქცეს, შეამციროს მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლა) მაჩვენებელი და გაზარდოს სიარულის სიჩქარე 1.5 მეტრით წუთში, ანუ 9.3 პროცენტით, ხოლო სირბილისას 2.5 მეტრით წამში, ანუ 4 %-ით. რობო-შორტი ავტომატურად მოქმედებს და გადადის სირბილის რეჟიმიდან სიარულისაში (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, სირბილის ნაცვლად იაროთ, ან პირიქით). მისი მოქმედების ძირითადი არეალი სხეულის წონასწორობის ცენტრში – წელშია, რომელსაც ის პოტენციური ენერგიის რყევების მეშვეობით ეხმარება.
მოწყობილობა, რომელიც ნეირონულ ქსელსა და სენსორებს იყენებს, ადგენს თქვენი მოძრაობის სისწრაფეს და იმას, თუ რა პოზიციაშია თქვენი ფეხი ამ მოძრაობისას. ის არის ერთგვარი დამატებითი კუნთი, რომელიც დაგეხმარებათ იმაზე სწრაფად ირბინოთ, ვიდრე კონკრეტულ მომენტში შეგიძლიათ.