in

რობო-თევზი წყალში არსებულ მიკროპლასტმასას შეაგროვებს

იგი მხოლოდ თქვენი ფრჩხილის ზომისაა…

შესაძლებელია თუ არა თევზების დაცვა წყალში არსებული უხილავი პლასტმასას დამაბინძურებლებისგან? კითხვაზე პასუხია დიახ და თან, ეს უფრო მეტი თევზის საშუალებით მოხდება… თუმცა მათ არც საჭმელი სჭირდებათ და არც ლაყუჩები. მათი არსებობის მიზანი მხოლოდ მიკროპლასტმასას შეგროვებაა. ისინი ფარფლებიან სუპერგმირებადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან საკუთარი თავის განკურნებაც შეუძლიათ. 

სიჩუანის უნივერსიტეტის პოლიმერული კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა თვითმავალი რობო-თევზი შექმნეს, რომელიც წყალში საზიანო მიკროპლასტმასას შესაგროვებლად ცურავს. ეს ბიონიკური არსება სულ რაღაც 13 მმ. სიგრძისაა და ალბათ, თქვენი ფრჩხილის ზომისაც იქნება… მის კუდში არსებული მსუბუქი ლაზერული ტექნოლოგია კი წამში თითქმის 30 მმ. სიჩქარით ცურვის საშუალებას აძლევს. 

რობოტი სადაფისგანაა შექმნილი, რის გამოც იგი უფრო რბილი, მოქნილი და გამძლეა. მას 5 კილოგრამამდე პლასტმასის ნარჩენის შეგროვებაც კი შეუძლია — ქიმიური თვისებები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, მიკროპლასტმასებში არსებულ ორგანულ საღებავებს, მძიმე მეტალებსა თუ ანტიბიოტიკებს მიჰყვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დამაბინძურებლები ბიონიკურ თევზში მოხვდება, მას წყლიდან ამოიყვანენ.

მკვლევრებს შეგროვებული მასალების შესწავლაც კი შეეძლოთ, რათა შეეფასებინათ თუ როგორ უნდა შემცირებულიყო მათი მავნე ზემოქმედება. ამასთან, იმასაც ამბობენ, რომ დაზიანების შემთხვევაში ფარფლებიან სუპერგმირს სხეულის 89%-მდე თვითრეგენერაცია შეუძლია.

ამ ეტაპისთვის კი ბიონიკური თევზი მხოლოდ კონცეფციაა და იგი წყალს ზედაპირის დონეზე უმკლავდება. ხოლო ის თუ რამდენად კარგად იმუშავებს წყალქვეშ ან კლდოვან რელიეფში, ეს სამომავლო კვლევის საგანს წარმოადგენს… რაც შეეხება დიზაინს, მისი განვითარებაც საჭიროა, რათა რეალურ და უფრო რთულ პირობებს უკეთ მოერგოს.

WEB 3.0 კონფერენციას ალტე უნივერსიტეტი მასპინძლობს

Porsche 963 LMDh მზადაა რბოლისა და „ლე მანისთვის”