28
Jun
2019

მზის ენერგიით მფრინავი რობოტი ფუტკარი

28 Jun 2019

veon
veon


ჰარვარდელი მეცნიერების მიერ შექმნილ რობოტ ფუტკარ – Robobee-ს რამდენიმე წელია ვხედავთ. 2015 წელს, მან ცურვა ისწავლა, 2017 წელს ეს შესაძლებლობები გააუმჯობესა, ხოლო ახლა, რამდენიმე დღის წინ, ის ფრენისას უფრო დამოუკიდებელი გახდა. მისი ფრთები მინიატურული მზის პანელების დახმარებით მოძრაობს, შესაბამისად, ის დატენვის გარეშე, მზის ენერგიით დაფრინავს და ფრენისას იტენება.

რობოფუტკარის ფრთებს Robobee X-Wing მისი ოთხფრთიანი არქიტექტურის გამო უწოდეს და ის ახალ შესაძლებლობებს გვიჩვენებს – რობოტს ელემენტისა და ლაზერების გარეშე. რაც უფრო კარგი ამინდია, მით უფრო კარგად დაფრინავს რობოფუტკარი, რაც რეალური სამყაროს კანონებთან ახლოსაა.

რობოფუტკარი 259 მილიგრამს იწონის და 3.5  სანტიმეტრის სიგრძისაა. მისი მზის პანელები 120 მილივატს გამოიმუშავებს, რობოტის მეორე ბოლოში დამონტაჟებული ელექტრონული პანელი კი მზის პანელიდან მიღებულ ენერგიას გადაამუშავებს და უზრუნველყოფს ფრთების მოძრაობას. სამომავლოდ, რობოფუტკარი შესაძლოა გამოიყენონ გარემოს კვლევის კუთხით, ასევე ბიოლოგიური ორგანიზმების – ნამდვილი ფუტკრების გვერდით, დამტვერვის ფუნქციის შესასრულებლად.

 

განხილვა