ამბავი ასეთია — Roborock S8 MaxV Ultra პირველი რობოტი მტვერსასრუტი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და იქ არსებულ ექსტრემალურ გარემოში დასუფთავების გარკვეული ვალდებულებები შეასრულა.
S8 MaxV Ultra ბრენდის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული პროდუქტია, რომელმაც ახლა უკვე მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ რთულ გარემოებებშიც შეუძლია მუშაობა, -60 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურასაც უძლებს ისე, რომ ბატარეისა და ძრავის სისტემებს არავითარი საფრთხე შეექმნას. კომპიუტერსაც კი დაუკავშირეს საკონტროლო სისტემაში ცვლილებების შეტანით, რითაც ფრენის დროს მისი გააქტიურებაც მოახერხეს.
Roborock-ის მიერ ატვირთულ ვიდეოში ვხედავთ, რომ მტვერსასრუტს კოსმოსში კვლავ შენარჩუნებული აქვს ყველა ნაწილი, Flexi-Arm Design-ის ფუნჯების ჩათვლით. როგორც ზემოთ ვახსენეთ, -60 გრადუს ტემპერატურას უძლებს 33 528 კილომეტრის სიმაღლეზეც კი! მექანიკური სისტემაც ხელუხლებელია, იქნება ეს ულტრარეაქციული AI 2.0, დაბრკოლებების ამომცნობი სისტემა, ჩაშენებული ხმოვანი ასისტენტი თუ Flexi-Arm Design, რაც რობოტი მტვერსასრუტის შესაძლებლობებზე მეტყველებს.
ამგვარად, დაამტკიცეს, რომ მტვერსასრუტი გამძლეობითა და ხარისხით გამოირჩევა და ერთ დღესაც, თუ მართლაც გავხდებით მულტიპლანეტარული არსებები, შეგვეძლება თან გავიყოლოთ…