9
Jan
2020

რობოტი ტრანსფორმერი – არაოფიციალური ოპტიმუს პრაიმი, რომლის დაპროგრამებაც შეგიძლიათ

9 Jan 2020

veon
veon


სამომხმარებლო ტექნოლოგიების გამოფენა CES-ზე ტრანსფორმერი რობოტი გამოჩნდა, რომელიც, ალბათ, არაერთ ადამიანს უღვივებს ნოსტალგიურ განწყობას. არაოფიციალურ ავტობოტ ოპტიმუს პრაიმს, ხმოვან ბრძანებაზე დაყრდნობით, შეუძლია რობოტიდან მანქანად იქცეს და პირიქით. მოდელს Robosen T9 ჰქვია და 1.5 კილოგრამს იწონის. ეს არის სათამაშო რობოტიკის მოყვარული ბავშვებისთვის და იქნებ, არამხოლოდ. შესაძლოა, მისი პროგრამირების სურვილი არაერთ ზრდასრულ ადამიანსაც გაუჩნდეს. რობოტ ტრანსფორმერს შეუძლია სიარული, ვარჯიში, ცეკვა და ა.შ. თუმცა, ახალი და თქვენთვის სასურველი მოძრაობების პროგრამირება თვითონ, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ. მათ შორის, ბავშვებში პოპულარული ვიზუალური პროგრამირების ენის – Scratch-ის დახმარებითაც, რომელსაც დამწყებები, როგორც წესი, წარმატებით იყენებენ.

Robosen T9-ს აქვს 2000 მილიამპერიანი ელემენტი. მის კორპუსში კი ჩაშენებულია კამერა, რომლითაც ვიდეოზარის ფუნქციით სარგებლობაც შეგიძლიათ.

რობოტის ყიდვა, ამ ეტაპზე, 500 დოლარად, Amazon-ზეც შეგიძლიათ.

განხილვა