in

ამ რობოტს სუნის შეგრძნება შეუძლია

თუ დააკვირდებით, ცხვირი ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ სასიკეთო რამეზეა პასუხისმგებელი, სუნის შეგრძნების დაკარგვის მნიშვნელობაც კარგად გავიაზრეთ პანდემიის დროს… ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, ამით რობოტებიც უნდა „დავასაჩუქროთ“. ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბორბლებიანი რობოტი ცხვირით აღჭურვეს. 

თუმცა სურათზე ცხვირის ძებნას ნუ დაიწყებთ, იგი ფორმით ჩვენგან განსხვავებულია, ფუნქციურად კი ჩვენი მსგავსი — ელექტრულ სისტემასთანაა დაკავშირებული, იმ სიგნალებს ზომავს, რომლებსაც მწერების მსგავსი ანტენა სუნის ამოცნობისას აწარმოებს. 

კვლევის თანახმად, სხეულში არსებულ რეცეპტორებს შეუძლია სხვადასხვა მინიშნებების დადგენა, რომლებიც ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება. შემდგომ კი ტვინში იგზავნება, რათა მისი დეკოდირება მოხდეს. საინტერესოა ისიც, რომ მწერები და ცხოველები ზოგჯერ ადამიანებზე უკეთაც კი ადგენენ ამ სიგნალებს. ამიტომ, ექსპერიმენტშიც რობოტს სუნის შეგრძნება მწერის დონეზე აუყვანეს და მისი ელექტრული აქტივობაც გაზომეს. შედეგად, 8 სუფთა სურნელი გამოვლინდა, მათ შორისაა ლიმონი, მარციპანი და გერანიუმი. 

თუმცა რატომ კეთდება ეს? რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ერთ დღესაც რობოტმა დაავადებების, ნარკოტიკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოცნობა შეძლოს.

თუ პროდუქტის მენეჯერი ხართ, პროდუქტის ანალიტიკის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეთ

როგორია Lexus Tbilisi-ს ახალი მმართველი დირექტორის გეგმები