in

ახალ რობოტს საკუთარ თავზე 1000-ჯერ მძიმე ობიექტის აწევა შეუძლია

იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური კუნთები, რომელთაც ადამიანის კუნთების მსგავსად შეკუმშვა და მოდუნება შეუძლია. შესაბამისად, ისინი ცოცხალი კუნთების მსგავსად მოქმედებს და სამგანზომილებიანი ადამიანის სხეულის ნაწილების განვითარების საფუძველს ქმნის.

ეს ხელოვნური კუნთები ცნობილია, როგორც GRACE — ანუ, გეომეტრიაზე დაფუძნებული შემსრულებელი მექანიზმი. მისი ამოძრავებისვის გაზი ან შეკუმშული არია საჭირო, რის შემდეგაც 1000-ჯერ მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია. მთლიანობაში ასეთი მექანიზმების გაერთინებით მეცნიერებმა 8-გრამიანი რობოტი ხელი შექმნეს, რომელსაც 8 კილოგრამიანი ობიექტების აწევა შეუძლია.

გარდა ამისა, ახალი მათემატიკური მოდელი, რომლის საფუძველზეც ეს რობოტი ხელი შეიქმნა, მეტ ელასტიურობას სძენს მას. შედეგად, მოწყობილობას თითების მოხრა და ადამიანის მსგავსი რეალისტური მოქმედებების შესრულება შეუძლია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისაღვის გაზია საჭირო — მისი კუნთებში ჩატუმბვისას, ენერგია მოძრაობად გარდაიქმნება.

აღსანიშნავია, რომ GRACE-ის შემთხვევაში ხელოვნურ კუნთებს რეაბილიტაციისა და დაკარგული კიდურების ჩასანაცვლებლად გამოიყენებენ.

რამდენად კარგად იყენებს თქვენი კომპანია ანალიტიკას?

საქართველოდან პირველი ღონისძიება Metaverse-ში ბილაინის მხარდაჭერით ჩატარდა