18
Apr
2019

RoCycle – რობოტი ნარჩენების დასახარისხებლად

18 Apr 2019

veon
veon


რობოტი, სახელად RoCycle ნარჩენებს აგროვებს და მასალის მიხედვით ახარისხებს. ამას სპეციალური საცეცების დახმარებით აკეთებს.

რობოტი, ლილიან ჩინმა და მისმა კოლეგებმა, MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში შექმნეს. RoCycle, კონვეიერის დახლიდან, იღებს ნარჩენებს და მასალის მიხედვით, ერთად, სპეციალურ ურნაში ათავსებს – ქაღალდს – ქაღალდთან, პლასტმასს – პლასტმასტთან და ა.შ. რობოტი 27 სხვადასხვა ტიპის ნარჩენს ახარისხებს. 

ლილიან ჩინი ფიქრობს, რომ  RoCycle-ის გამოყენება შესაძლებელია საცხოვრებელ სივრცეებში, უნივერსიტეტებში – იქ, სადაც ბევრი ნარჩენი გროვდება და სეპარაცია მნიშვნელოვანია. 

რობოტი ნარჩენებს უფრო სწრაფად და სუფთად ახარისხებს. ამიტომ, არც გარშემომყოფებს უქმნის დისკომფროტს და სეპარაციაც ზუსტად კეთდება – ერთ ურნაში მხოლოდ ერთი მასალის ნარჩენები ხვდება. 

განხილვა