in

ჩინეთის საგზაო პოლიციაში რობოტებიც მუშაობენ

veon
veon

ჩრდილოეთ ჩინეთში, ჰანდანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიურომ, საცობების მართვის მიზნით, რობოტები შექმნა, რომლებიც პოლიციელებს დაეხმარებიან. ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს საცობების მენეჯმენტის ინსტიტუტის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთი საგზაო პოლიციაში რობოტებს იყენებს. ამ მიზნით, სამი ტიპის რობოტს გამოიყენებენ. Global Times-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი რობოტი საგზაო პატრულის ფუნქციას ასრულებს და გამოიყურება საცობის ოფიცრის მსგავსად – შემოსილია ყვითელი უნიფორმითა და თეთრი ქუდით. რობოტს შეუძლია მძღოლების ამოცნობა და მათი კანონდამრღვევი მოქმედების ამსახველი ფოტოების გადაღება.

მეორე რობოტი საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვისაა შექმნილი. ის იდგება სპეციალურ სადგურებში და ვიზიტორების კითხვებს გასცემს პასუხს. იქნება ერთგვარი მრჩეველი, გიდი, რომელიც მძღოლებს გზას ასწავლის. ის ასევე აჩვენებს შესაძლო საფრთხეებს, რომელიც ვიზიტორებს, მის მიერ შეთავაზებული მარშრუტით გადაადგილების შემთხვევაში შეიძლება შეექმნათ.

მესამე ტიპის რობოტი ავტოსაგზაო შემთხვევების შეტყობინებისთვისაა შექმნილი. ის ატყობინებს პოლიციას ავარიის შესახებ და ამასთან, აფრთხილებს სხვა მძღოლებს, რომ მიმდინარე მარშრუტზე, ავარიიდან გამომდინარე, შეფერხებულია გადაადგილება.  რობოტები ჰანდანის გზებზე 24/7-ზე იმუშავებენ. ისინი აღჭურვილი არიან სენსორებით და შეუძლიათ გადაადგილდნენ ავტონომიურად.

კრეატორებმა დონალდ ტრამპს შვედური კანონები Ikea-ს ინსტრუქციით აუხსნეს

საქართველო ქალთა პირველი სათავგადასავლო რალისთვის ემზადება!