31
May
2019

რობოტი, რომელმაც ხატვა და 10 ენაზე წერა იცის

31 May 2019

veon
veon


ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, რობოტები შეძლებენ დაეხმარონ ადამიანებს ოფისში მუშაობისას, დაფაზე სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებისა თუ დიაგრამის გადატანის კუთხით. ამის თქმის საშუალებას ბრაუნის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტი გვაძლევს. მკვლევარებმა რობოტს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, წერა და ხატვა შეასწავლეს. ალგორითმი, რომელსაც რობოტი იყენებს, უნივერსიტეტის სტუდენტმა შექმნა. რობოტმა საკუთარ თავს 10 ენაზე წერა ასწავლა. მას ასევე შეუძლია სხვადასხვა მარტივი ნახატისა თუ კონკრეტული ადამიანის ხელწერის კოპირება.

განხილვა