20
აპრ
2018

ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანები – შემოქმედებითი აზროვნებით, მუდმივად დასაქმებულები იქნებიან

20 აპრ 2018

ტექნოლოგიური განვითარებები ცხადყოფს, რომ გარკვეულ სამუშაო ადგილებზე ადამიანები აღარ იქნებიან საჭირო, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდუსტრია, რომელიც ამ მხრივ, ხელშეუხებელი იქნება. გერმანული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ბოლოდროინდელი პროგნოზით, კომპანიის 97 000 დასაქმებულს, დიდი ალბათობით, რობოტი ჩაანაცვლებს. ერთ-ერთი კვლევა კი, აჩვენებს, რომ იურიდიული სექტორი, შესაძლოა, ავტომატიზებული გახდეს 10 წელიწადში და გარდა ამისა, დიდი შანსია იმისა, რომ ბუღალტრების 95%, ახლო მომავალში, დაკარგავს სამსახურს.

statiebi-bog
statiebi-bog

ამავე მოხსენებაშია ნათქვამი „კალატოზი რობოტების“ სამყაროზე, რომლებიც ადამიანურ შრომას თავადვე გასწევენ. ასევე, ის სფეროები, რომელიც გულისხმობს ხარისხის კონტროლს, ხარვეზების აღმოჩენას და ა.შ. გახდება ავტომატიზებული. „სტანდარტების ნაციონალური ინსტიტუტი“ – The National Institute of Standards ამბობს, რომ ტექნოლოგიის მიერ ამ სამუშაოების შერულება გაზრდის წარმოებული პროდუქციის მოცულობას 20%-ით და უსარგებლო ნედლეულის რაოდენობას 4%-მდე შეამცირებს.

კოსმოსისა და ავტომობილების ტიტანს, ილონ მასკს თუ დავუჯერებთ, მანქანა არის ადამიანების „ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე“, თუმცა:

რთულია, რობოტს მოვთხოვოთ შემოქმედებითი აზროვნება
სამუშაო, რომელიც მოითხოვს ფანტაზიის უნარს, შემოქმედებით აზროვნებას, კრეატიულ ანალიზსა და სტრატეგიულ ფიქრს, რთულია, რომ ავტომატიზდეს. შესაბამისად, შემოქმედებითი წვა იქნება ხელშეუხებელი ტექნოლოგიის განვითარების პროცესშიც კი. კომპიუტერები ძალიან მნიშვნელოვან და ეფექტურ როლს ასრულებენ ინფორმაციის ოპტიმიზაციაში, მაგრამ  არა – მიზნის დასახვაში, სტრატეგიების შემუშავებასა თუ ემოციებზე დაფუძნებულ საქმიანობაში.

მიუხედავად ამისა, არსებობს მათ მიმართ საფუძვლიანი შიში
„შემდეგი მე ვარ?“ რამდენ დღეს შევძლებ სამუშაო ადგილის შენარჩუნებას?“ – ასეთი ადამიანური შიშები ბუნებრივია, რადგან როცა სამსახურიდან გათავისუფლებენ არა იმიტომ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებ კარგად, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, საჭიროება აღარ არის, შენ მიერ დაკავებული პოზიცია საერთოდ არსებობდეს სამყაროში შენთვის, როგორც ადამიანისთვის, ხვდები, რომ რაღაც რევოლუციური ცვლილებები გჭირდება იმისთვის, რომ გადარჩე, იმისთვის, რომ არ შეეწირო ციფრულ ერას.

ამიტომ, გიწევს პოსტტექნოლოგიური ტრავმის დაძლევა:

  • გაიგო, როგორ მოახდინო შენი შესაძლებლობების ინტეგრირება დიჯიტალიზაციის პროცესში;
  • როგორ მოერიო იმ ემოციებსა და გრძნობებს, რომლის მტერიც არის ტექნოლოგია.

თუმცა, ლიდერებს შეუძლიათ, იპოვნონ ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურსს შორის გადაკვეთის წერტილი
არსებობს მზარდი სია, რომელიც ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსის კოლაბორაციას გულისხმობს და ბევრად ეფექტურს ხდის კომპანიის საქმიანობას: მაგალითად, დისტანციური კონტროლის მანქანა-ოპერატორები, მომსახურების სერვისის ექსპერტები, პერსონალიზებული პრევენციული ჯანმრთელობის დამხმარეები, ონლაინ კომპანიონები, რომლებიც მენეჯმენტს უწევენ ონლაინ რისკებს, როგორიცაა: რეპუტაციული საფრთხე, სოციალური მედია ბულინგი და ჰარასმენტი და ა.შ. შესაძლოა, ასეთი პოზიციების შექმნაზე არც კი გიფიქრია. ამიტომ, ეს არის საუკეთესო მომენტი, იდეალური დრო იმისთვის, რომ ხელახლა გაიაზრო კომპანიის საქმიანობის ფორმა და ხასიათი.

წყარო: Harvard Business Review



განხილვა